თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2015, 11:08
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2678,
კომენტარები: 11
შვაინშტაიგერი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა
გერმანელი ნახევარმცველი მოსალოდელი მატჩის წინ თავდაჯერებულობას ინარჩუნებს.
შვაინშტაიგერი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალწვეულმა ბაშტიან შვაინშტაიგერმა კარგად იცის, თუ რა გრძნობაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასს აღმართავ. მაგრამ ნაცვლად მსგავსი დიდებისა, ის სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც "იუნიატედი" ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

"მე მოუთმენლად ველი ამ მატჩს." აცხადებს ბასტიანი. "მომწონს ღამის თამაშები და ვიცი, რომ ''ოლდ ტრაფორდზე'' დიდებული ატმოსფერო იქნება. ამ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბურთის კონტროლი და კარგი დაცვა, სწორედ ისეთი, როგორც "ასტონ ვილასთან" და "ტიტენჰემთან" მატჩში ვაჩვენეთ. ასე რომ, გუნდი კარგი შემართებით გამოვა მოედანზე."

"მსოფლიო ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა დიდებული რამაა, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. მე "ბაიერნშიც" მომიწია ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის თამაში. ეს ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ჯგუფური ეტაპის მატჩისგან და ჩვენი მიზანია, კარგი შედეგი ვაჩვენოთ პირველივე რაუნდში. მინდა, უფრო და უფრო მეტი მატჩი ჩავატარო, რადგან გავაუმჯობესო ჩემი ფიზიკური მონაცემები."

შვაინშტაიგერის შესაძლებლობები მისმა ყოფილმა მწვრთვნელმა, პეპ გუარდიოლამ დააყენა ეჭვქვეშ და სწორედ ამან განაპირობა გერმანელის ტრანსფერი ინგლისში, თუმცა გასული მატჩიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ბასტიანი ფორმას უბრუნდება და ჯერ ძალიან ადრეა მის ასაკზე ყურადღების გამახვილება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 30 წუთის ჩატარება და ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა ფორმის პიკს მივაღწიო." აგრძელებს შვაინშტაიგერი. "გუნდს გვიან შეუვერთდი, ა.შ.შ-ში მცირე ტრავმაც მივიღე, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. წარსულში ამდენი ტრავმა არ მქონია. პატარა პრობლემა მქონდა მუხლზე და მხოლოდ ერთი ოპერაცია გავიკეთე კოჭზე სამი წლის წინ."

გერმანელმა ნახევარმცველმა ტრანსფერის დეტალები გაიხსნება და ახალი თანაგუნდელები შეაქო გულთბილი დახვედრისთვის.

"კლუბში ყველა შესანიშნავად ექცევა ახალ მოსულებს, განსაკუთრებით თანაგუნდელები. შესანიშნავი გასახდელი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ეს არის , რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი რამ გასაუმჯობესებელი, მაგრამ სხვა დონეს აუცილებლად მივაღწევთ. ქალაქ მანჩესტერსაც ჰყვარებია სიურპრიზები. აქ უამრავი კარგი რესტორანია და ამინდიც შესანიშნავია ჯერ-ჯერობით. ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო." სიცილით განაცხადა ბასტიანმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 აგვისტო 2015 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შვაინშტაიგერის გამოცდილება ყველაზე მეტად სწორედ ლიგაზე უნდა გამოვიყენოთ და იმედია სამშაბათს ძირითადიდან დაიწყებს winked
0
№2
ავტორი: bziki
16 აგვისტო 2015 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბორდო კი გავაედება მაგრამ კმაყოფილნი უნდა იყვნენ მანჩესტერთან შეხვედრით, ამდენ ვარსკვლავთან თამაში ოლდტრაფორდზე, პლიუს დიდი საფეხბურთო საღამო ელოდებათ მათ სტადიონზე წარმომიდგენია რა ეიფორია იქნება ქალაქში
0
№3
ავტორი: ilker
16 აგვისტო 2015 11:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ისე ჩვენებიდან ლიგა შვაინშტაიგერს, რუნის და ქერიკს აქ ხოო მხოლოდ მოგებული?? ბასტიანი მგელია, მაგრად გამოგვადგება ეპლ-შიცა და ჩემპ. ლიგაზეც.

bziki,
ბრიუგე უნდა დაგეწერა ალბა :-)
0
№4
ავტორი: bastian777
16 აგვისტო 2015 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
otamendi da erti kargi forvardi gvinda, udzlieresi gundi dadgeba, runis imedad verapers miagceven, me mgoni cavida runis dro
0
№5
ავტორი: გაბადაძე
16 აგვისტო 2015 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
წელს ეპლი და ლიგა რო დავდოთ კარგი იქნება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: chudikone
16 აგვისტო 2015 13:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გაბადაძე,
კარგი ?! You must be kidding
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2015 14:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველივე თამაშში უნდა მოუგვარონ. ისეთი შემტევები გვყავს და ისე ვთამაშობთ რაღც მეეჭვება უკვე მარა მაინც. მეორე თამაშისთვის კარგი ანგარიში რომ იყოს ახალაგზრდებს მისცემდა შანსს
0
№8
ავტორი: AkkRed
16 აგვისტო 2015 14:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე მეტად ველოდები ლიგის ჰიმნს და შემდეგ მანჩესტერის თამაშის ყურებას, როგორ მომენატრა მანჩესტერის თამაშები ლიგაზე.
0
№9
ავტორი: Mufc7
16 აგვისტო 2015 15:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომწონს ღამის თამაშები და ვიცი, რომ ''ოლდ ტრაფორდზე'' დიდებული ატმოსფერო იქნება

love მეც მაინც შემეძლოს დიდებულ ატმოსფეროში მოხვედრა recourse მოუთმენლად ველი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Memphis_Depay
16 აგვისტო 2015 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მართლა ვნერვიულობ პლეი-ოფშივე არ განვიცადოთ კრახი ისეთი თამაშები აჩვენა გუნდმა.არ მომწონს როგორც თამაშობს გუნდი.მომკალით და შეტევა უფრო გასაძლიერებელია ვიდრე დაცვა.ვუყურებ და მაგ დაცვის იმედზე შეიძელება ყოფნა.მაგრამ შეტევაში რომ რუნიმ ათიანზე უნდა გადაინაცვლოს,დეპაიმ ფლანგზე და მარჯვენა ფლანგზე ან იანუზაი ან მატა დადგეს აშკარაა.და რათქმაუნდა საყიდელია ცხრიანიიიიიი.. Deadline Day-ს ველოდები მაგ დღეებში ბევრი ტრანსფერები კეთდება და იქნებ 1 მცველი და 1 ცხრიანი იყიდოს ამ დებილმა ვან გაალმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top