თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2015, 13:09
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3222,
კომენტარები: 15
შვაინშტაიგერის შემდეგ შნეიდერლინი
კლუბი კვლავ დაინტერესებულია ფრანგი ნახევარმცველით.
შვაინშტაიგერის შემდეგ შნეიდერლინი
მიუნხნენის "ბაიერნიდან" ბასტიან შვაინშტაიგერის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედი" შნეიდერლინს აღარ შეიძენს.

ჭორების თანახმად, გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერმა, "იუნაიტედს" მორგანის მიმართ ინტერესი დააკარგვინა, რომლის შეძენას ლუი ვან გაალი ერთი თვეა ცდილობს და მას უკვე ჰქონდა პირველი 20 მილიონიანი შეთავაზება, რომელიც "საუთჰემპტონმა" დაბლოკა.

თუმცა, talkSPORT- ის მტკიცებით, ლუი ვან გაალი მზად არის მორგანის შეძენისთვის და ერთდროულად კლუბში ორი ნახევარმცველის დასამატებლად. გამოცემას თუ დავუჯერებთ, სულ მალე მორგანი "იუნაიტედში" გადაბარგდება და კლუბს წინასასეზონო ტურნეზე დაეხმარება.

გასულ სეზონში ლუიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ნახევარდაცვა დაუბალანსებელია. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელი მწვრთნელი ნახევარდაცვის ცენტრში გუნდის კაპიტანს, უეინ რუნისაც იყენებდა, ხოლო მაიკლ კერიკის არყოფნა კატასტროფულ შედეგს იძლეოდა. ლუის პირველი საფიქრალი ამ პრობლემის მოგვარება გახლდათ, სწორედ ამიტომ, კლუბი შნეიდერლინს შეიძენს.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
12 ივლისი 2015 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მგონია რო მოიყვანენ დაცვაშიც საკმაოდ კარგად შეუძლია თამაში და ლუის ევასება უნივერსალები
0
№12
ავტორი: SAF
12 ივლისი 2015 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მალე მალე ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2015 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონია რო ამასაც დაითრევს და თუნდაც ორივე რო დააყენოს ერთად ძირითადში არაფერი პრობლემა არ იქნება. ბასტიანი არ არის ის ფეხბურთელი ვისაც მხოლოდ ჩამშლელად შეუძლია თამაში, უმაღლესის კლასის ფეხბურთელი დადეს და ნახევარდაცვაში ყველგან შეიძლება მაგის გამოყენება
0
№14
ავტორი: zatara
12 ივლისი 2015 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ამდენი ნახევარმცველის ყიდვის შემდეგ მიჩნდება ეჭვი რომ შემდეგ სეზონში 3-5-2 ფორმაციით ვითამაშებთ ან 4-5-1

არადა 4-4-2 derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№15
ავტორი: red devil
13 ივლისი 2015 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოდი გეჟო :დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top