კლუბი კვლავ დაინტერესებულია ფრანგი ნახევარმცველით.
მიუნხნენის "ბაიერნიდან" ბასტიან შვაინშტაიგერის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედი" შნეიდერლინს აღარ შეიძენს.
ჭორების თანახმად, გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერმა, "იუნაიტედს" მორგანის მიმართ ინტერესი დააკარგვინა, რომლის შეძენას ლუი ვან გაალი ერთი თვეა ცდილობს და მას უკვე ჰქონდა პირველი 20 მილიონიანი შეთავაზება, რომელიც "საუთჰემპტონმა" დაბლოკა.
თუმცა, talkSPORT- ის მტკიცებით, ლუი ვან გაალი მზად არის მორგანის შეძენისთვის და ერთდროულად კლუბში ორი ნახევარმცველის დასამატებლად. გამოცემას თუ დავუჯერებთ, სულ მალე მორგანი "იუნაიტედში" გადაბარგდება და კლუბს წინასასეზონო ტურნეზე დაეხმარება.
გასულ სეზონში ლუიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ნახევარდაცვა დაუბალანსებელია. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელი მწვრთნელი ნახევარდაცვის ცენტრში გუნდის კაპიტანს, უეინ რუნისაც იყენებდა, ხოლო მაიკლ კერიკის არყოფნა კატასტროფულ შედეგს იძლეოდა. ლუის პირველი საფიქრალი ამ პრობლემის მოგვარება გახლდათ, სწორედ ამიტომ, კლუბი შნეიდერლინს შეიძენს.
წყარო:
manutd.ru