ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ მორგან შნეიდერლინის შესახებ.
2015 წლის სატრანსფერო ფანჯარა, ხვალ 1 ივლისს ოფიციალურად იხსნება და ბევრის ვარაუდით, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რომ "იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლინის სახით მეორე ტრანსფერი განახორციელა. მანამდე კი, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მორგანის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა.
მორგანი დაიბადა ქალაქ ობერნაიში, გერმანიასა და საფრანგეთის საზღვრის მახლობლად 1989 წელს. ადრეულ ასაკში მან ადგილობრივ კლუბთან, "სტრასბურგთან" გააფორმა კონტრაქტი და 13 წელი დაჰყო ზემოთხსენებულ კლუბში. 2008 წელს ის შეუერთდა "საუთჰემპტონს," 1.2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. მას შემდეგ, "წმინდანები" ინგლისის პირველ ლიგაში ჩამოქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგანს 3 ლიგის გამოცდილება აქვს. 2012 წელს "საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგას დაუბრუნდა.
პირველივე სეზონში მან პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჩაჭრა განახორციელა. აგრეთვე, იგი დაასახელეს გულშემატკივრების საუკეთესო მოთამაშედ და ფეხბურთელების (თანაგუნდელების გამოკითხვა) საუკეთესო მოთამაშედ.
საერთაშორისო ასპარეზი - მან საფრანგეთის ნაკრების მაისური 16, 17, 18 და 19 წლამდელებში მოირგო და ოთხივე ნაკრებს უკაპიტნა. ხოლო საფრანგეთის ნაკრებში მან სადებიუტო შეხვედრა გასულ ივნისს ჩაატარა, მანამდე, სანამ მუნდიალი დაიწყებოდა. მის ანგარიშზე 1 ჩატარებული მატჩია.
განვლილ სეზონში მან ღიად განაცხადა, რომ დატოვებდა კლუბს, თუ მისი გუნდი ვერ მოახერხებდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ "წმინდანები" დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ ოთხეულში ადგილს, ისინი, საბოლოოდ, მეშვიდე პოზიციას დასჯერდნენ.
"ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია. ამ სეზონში ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი მიზანია, დავრჩე ინგლისში. ეს ის ჩემპიონატია, რომელიც მომწონს და შესანიშნავ დროს ვატარებ. თუ ოდესმე ამ კლუბს დავტოვებ, ეს იქნება ის კლუბი, რომელიც ევროპის ლიგაზე პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზებს. ახლაც მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ დასრულებული არაფერია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. თუ გუნდს დავტოვებ, გადავალ იმ გუნდში, რომელიც ამ ტურნირზე ასპარეზობს. მე ამ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. თუ სხვა კლუბი ჩემში საჭირო თანხას გადაიხდის, მაშინ წასვლის დროც მოვა. რა თანხას?! წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ პატარა თანხის სანაცვლოდ მე კლუბს არ გამოვიცვლი. "საუთჰემპტონი" ცნობილია ფეხბურთელების სარფიანი გასხვისებით, ფასი საკმარისად მაღალი უნდა იყოს." განაცხადა შნეიდერლინმა.
წყარო:
TheRepublikOfMancunia