თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2015, 14:45
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3218,
კომენტარები: 13
გავიცნოთ მორგანი გადმოსვლამდე
ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ მორგან შნეიდერლინის შესახებ.
გავიცნოთ მორგანი გადმოსვლამდე
2015 წლის სატრანსფერო ფანჯარა, ხვალ 1 ივლისს ოფიციალურად იხსნება და ბევრის ვარაუდით, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რომ "იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლინის სახით მეორე ტრანსფერი განახორციელა. მანამდე კი, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მორგანის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა.

მორგანი დაიბადა ქალაქ ობერნაიში, გერმანიასა და საფრანგეთის საზღვრის მახლობლად 1989 წელს. ადრეულ ასაკში მან ადგილობრივ კლუბთან, "სტრასბურგთან" გააფორმა კონტრაქტი და 13 წელი დაჰყო ზემოთხსენებულ კლუბში. 2008 წელს ის შეუერთდა "საუთჰემპტონს," 1.2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. მას შემდეგ, "წმინდანები" ინგლისის პირველ ლიგაში ჩამოქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგანს 3 ლიგის გამოცდილება აქვს. 2012 წელს "საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგას დაუბრუნდა.

პირველივე სეზონში მან პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჩაჭრა განახორციელა. აგრეთვე, იგი დაასახელეს გულშემატკივრების საუკეთესო მოთამაშედ და ფეხბურთელების (თანაგუნდელების გამოკითხვა) საუკეთესო მოთამაშედ.

საერთაშორისო ასპარეზი - მან საფრანგეთის ნაკრების მაისური 16, 17, 18 და 19 წლამდელებში მოირგო და ოთხივე ნაკრებს უკაპიტნა. ხოლო საფრანგეთის ნაკრებში მან სადებიუტო შეხვედრა გასულ ივნისს ჩაატარა, მანამდე, სანამ მუნდიალი დაიწყებოდა. მის ანგარიშზე 1 ჩატარებული მატჩია.

განვლილ სეზონში მან ღიად განაცხადა, რომ დატოვებდა კლუბს, თუ მისი გუნდი ვერ მოახერხებდა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. მიუხედავად იმისა, რომ "წმინდანები" დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ ოთხეულში ადგილს, ისინი, საბოლოოდ, მეშვიდე პოზიციას დასჯერდნენ.

"ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია. ამ სეზონში ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი მიზანია, დავრჩე ინგლისში. ეს ის ჩემპიონატია, რომელიც მომწონს და შესანიშნავ დროს ვატარებ. თუ ოდესმე ამ კლუბს დავტოვებ, ეს იქნება ის კლუბი, რომელიც ევროპის ლიგაზე პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზებს. ახლაც მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ დასრულებული არაფერია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. თუ გუნდს დავტოვებ, გადავალ იმ გუნდში, რომელიც ამ ტურნირზე ასპარეზობს. მე ამ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. თუ სხვა კლუბი ჩემში საჭირო თანხას გადაიხდის, მაშინ წასვლის დროც მოვა. რა თანხას?! წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ პატარა თანხის სანაცვლოდ მე კლუბს არ გამოვიცვლი. "საუთჰემპტონი" ცნობილია ფეხბურთელების სარფიანი გასხვისებით, ფასი საკმარისად მაღალი უნდა იყოს." განაცხადა შნეიდერლინმა.



წყარო: TheRepublikOfMancunia
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
30 ივნისი 2015 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
შნეიდერლენი,ოტამენდი,კოულმენ
ი და კავანი. ეს 4 ტრანსფერი თუ განახორციელა ლუიმ ჩელსი ჩემ ფეხებს მოიგებს ინგლისის ლიგას.
-----------Cavani----------- (Kane)
-Depay---Rooney---Mata-
---Schneiderlin-Herrera--- (Gundogan)
-Blind------------Coleman-
----Smalling-Otamendi---- (Ramos)
----------De Gea----------- (Lloris)
P.S არამგონია რამოსი იუნაიტედში გადმოვიდეს.და მგონი რომ დე ხეას ნაცვლად ლორისის ან ბეგოვიჩის ყიდვა მოგვიწევს. no
0
№2
ავტორი: Goginashvili777
30 ივნისი 2015 14:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კარგი ქენი რომ დაწერე ვაპირები და ... თითქმის ჩვენია და ამას წინ არაფერი აღარ უდგას manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: rezimankunia
30 ივნისი 2015 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
"Welcome to manchester united" Morgan !
0
№4
ავტორი: Wardell
30 ივნისი 2015 14:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მე გაგაცნობთ ახლოდან მაგაზე არ ინერვიულოთ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
30 ივნისი 2015 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუს გამართლებაზე ადრეა ჯერ საუბარი. დიდი პოტენციალი რომ აქვს მაგას თქმა არც უნდა, ამიტომ არ მესმის იმას რატომ ამბობენ რომ საუთჰემპტონიდან წამოსული ფეხბურთელები ვერ ამართლებენ. ლივერ****ში ვინ უნდა გაამართლოს რავი derpwhy

მგონი რომ იდეალურად მოერგება გუნდს, პრემიერ ლიგაშიც აქვს უკვე გამოცდილება და შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ყოველშემთხვევაში ამაზე უკეთესი ვარიანტი მაინც არ გვყავს და სანამ დრო აქვთ მოიყვანონ
0
№6
ავტორი: Mufc7
30 ივნისი 2015 16:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მოდიიი, მოდიიი 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: A.HERRERA
30 ივნისი 2015 19:05
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ეს უეჭველი ჩვენია, ხვალვე თუ გაოფიციალურდება კარგი იქნება.
0
№8
ავტორი: Best 7
30 ივნისი 2015 19:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Modiii mereee nu migaqvs dro
0
№9
ავტორი: love united
30 ივნისი 2015 19:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან კარგი ტრანსფერი იქნება,იმედია კუმანი დედას არ მოი****ვს და გამოუშვებს 24ლიმონად.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
30 ივნისი 2015 20:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახ, რა მაგარი კაცია. მიდის გუნდიდან, მაგრამ ფული არ მოვუტანე ისე არ წავალო. რასაც ითხოვენ იხდის იუნაიტედი როგორც თქვეს და...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top