იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს რაჯა ნაინგოლანის შენარჩუნება, რომლითაც პრემიერ ლიგის კლუბები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.
27-წლის ბელგიელს, უკვე რამოდენიმე სეზონია "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა "ეშმაკებისთვის" კონკურენციის გაწევას "ლივერპული" ეცდება.
რომაელები, რაჯას ტრანსფერის უფლების 50% ფლობენ. იგი ნაწილობრივ "კალიარის" საკუთრებაცაა და სწორედ სარდინიელებზეა ბოლო სიტყვა, თუმცა გარსიას იმედი აქვს, რომ რაჯას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს საბოლოოდ გამოისყიდის.
"ნაინგოლანი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს. მას განუვითარდა განსაკუთრებული მენტალიტეტი და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი. რაჯა არის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო სეზონში, ის "რომას" ღირსებას დაიცავს" - განაცხადა რუდი გარსიამ.
გასულ სეზონში, ნაინგოლანმა "რომას" მაისური 30 შეხვედრაში მოირგო და ხუთჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.