თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2015, 04:55
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 19
"იუნაიტედმა" ინტერესი განაახლა
"იუნაიტედს" კვლავ სურს რაჯა ნაინგოლანის გადაბირება.
იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს რაჯა ნაინგოლანის შენარჩუნება, რომლითაც პრემიერ ლიგის კლუბები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

27-წლის ბელგიელს, უკვე რამოდენიმე სეზონია "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა "ეშმაკებისთვის" კონკურენციის გაწევას "ლივერპული" ეცდება.

რომაელები, რაჯას ტრანსფერის უფლების 50% ფლობენ. იგი ნაწილობრივ "კალიარის" საკუთრებაცაა და სწორედ სარდინიელებზეა ბოლო სიტყვა, თუმცა გარსიას იმედი აქვს, რომ რაჯას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს საბოლოოდ გამოისყიდის.

"ნაინგოლანი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს. მას განუვითარდა განსაკუთრებული მენტალიტეტი და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი. რაჯა არის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო სეზონში, ის "რომას" ღირსებას დაიცავს" - განაცხადა რუდი გარსიამ.

გასულ სეზონში, ნაინგოლანმა "რომას" მაისური 30 შეხვედრაში მოირგო და ხუთჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

წყარო: DailyMail
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: vincent
19 ივნისი 2015 07:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ეს ძალიან კარგი ვარიანტია,მაგრამ ამას შნაიდერლინი მირჩევნია. მაგრამ ყველაზე მეტად კონდოგბია მინდა რომ იყიდონ .
0
№2
ავტორი: red devil
19 ივნისი 2015 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ესეც კაი ბალოტელია
0
№3
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2015 07:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
red devil,
არადა საერთო არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, ამას სხვა ვარიანტები ჯობს, მაგრამ ცუდი ფეხბურთელი არაა. ძალიან ბევრს შრომობს, წინაც არ თამაშობს ცუდად, ერთი ის იყო, რომ უელსთან მაგარი შეეშალა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Goginashvili777
19 ივნისი 2015 09:17
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რავი მორგანა მინდა მე, თუმცა თუ რამე მოხდა და ვერ გავიფორმეთ, იყოს რაჯა ! იმ წუპაკ ფაშისტს მირჩევნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 09:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


სულ მიკვირს ამდენ თამაშის ყურებას როგორ ასწრებ? lol მე ფლეშსქორზე ვერ ვასწრებ მაგდენის თვალყურის დევნას რასაც შენ უყურებ.


ზოგი თამაში მაქვს ამისი ნაყურები და ცუდი არაა, რავიცი უკეთესებიც არიან, მაგრამ თუ ისინი ვერ გადმოვიბირეთ ესეც წავა საბოლოო ჯამში
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2015 09:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
შენ NTV Plus არ გაქვს და მაგიტომ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 10:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


ვინ მთოხვდა ან საერთოდ რატო ვინტერსდებოდი რომ ახლა ასე დამაღონე okay


ავატარს რატო არ ცვლი? lol
0
№8
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2015 10:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
გაბრაზებული ხარ დე ხეაზე? belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 10:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


კი, ოღონდ იმიტომ არა რომ მიდის არამედ იმიტომ რომ ასე გვიწელავს დროს ან დარჩეს ან წავიდეს.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2015 10:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
გაწელვით თვითონ არ წელავს, ამას მანჩესტერი აკეთებს, იმიტომ, რომ მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა. მე კი იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ გვტოვებს. თვითონაც აღიარებს და ყველა ხვდება, რომ დე ხეა "იუნაიტედის" დახმარებით გახდა ასეთი დონის მეკარე და როცა მიაღწია პიკს, მიდის. მესმის, რომ ოჯახია, მაგრამ ის არ არის ერთადერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც უცხოეთშია. ამის მერე, რომც დარჩეს, მაინც აღარ მექნება იგივე დამოკიდებულება მისდამი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top