თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2015, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3105,
კომენტარები: 17
ვან გაალი ტურნესთვის მზად არის
ლუი ვან გაალი ამერიკის ტურნესთვის მზად არის.
ვან გაალი ტურნესთვის მზად არის
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლი პირველად გასულ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე მოირგო.

"წითელი ეშმაკები" 2015/16 წლების სეზონის გახსნამდე მოსამზადებელ მატჩებს კვლავ აშშ-ში გამართავენ.

გასული წლის ტურნესგან განსხვავებით, ლუიმ ამჯერად ტურნეს დაგეგმარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვან გაალმა ფეხბურთელებისთვის ორი ახალი ბაზა ააშენებინა, რომლებიც დას. ამერიკის სანაპიროებთან იქნება განლაგებული, რათა სიეტლისა და სან ფრანსისკოს ცხელი ჰავა ფეხბურთელეს თავიდან აარიდოს.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე - ტიტული, რომელიც გასულ წელს "იუნაიტედმა" მოიგო - გუნდი 4 მატჩს ჩაატარებს და ვან გაალი წარმატების მოლოდინშია.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს გუნდში ინდივიდუალური ფეხბურთელების ისე ჩამოყალიბებაა, რომ ერთ გუნდად იმოქმედონ. მაგრამ ასევე გვჭირდება ფიტნესი და მატჩის რიტმი, თანაც ვითამაშებთ მატჩებს და ვივარჯიშებთ.

როცა ამერიკაში გასულ წელს ჩავედით, სავარჯიშოდ ცოტა დრო გვქონდა, რადგან ბევრს ვმოგზაურობდით. ამჯერად ჩვენი ამერიკული ტურნე გავაუმჯობესეთ, რადგან ორი ბაზა გვაქვს, დასავლეთ სანაპიროზე ვიმყოფებით, შესაბამისად დაბალი ტემპერატურა გვაქვს და ფიტნესსაც უკეთესად მივხედავთ",
- განაცხადა ვან გაალმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
17 ივნისი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
General,
შემოქმედი ფეხბურთელი ჭირდება გუნდს
თავის თავზე რო აიღებს თამაშს და მინ 2 მცველს რო არ მოერიდება. კეინი კაეგი ფეხბურთელია მარა არა ასეთი დარჩეს წელსაც ტოტენჰემში უფრო დაღვინდება. პირველ ნომრად ითამაშებს
0
№12
ავტორი: Mufc7
17 ივნისი 2015 00:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არცერთი ტრავმირებული არ უნდა დაგვიბრუნდეს იქიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: bziki
17 ივნისი 2015 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კეინზე პრობლემა ისაა რო ეხლა ჩვენ რო ვიყიდოთ უნდა გადავიხადოთ როგორც შემდგარი ვარსკვლავის ფასი "60"მილიონი.
ვთქვათ გაისადაც გაიბრწყინა ფასი 60 მილიონს მაინც არ აცდება და თუ ჩაისვარა 25 მილიონზე ჩავარდება,ძალიან დიდი რისკია
თუ გამოცდილი,გამარჯვებულის მქონე მენტალიტეტის,დაღვინებული მუშათა პარტიის წევრი გვინდა ბენზემაზე კაი ვარიანტი არაა,ვინც იცის გრანდის მოთხოვნები და 3 თვე პირ ღია არ ივლის.
თუ მაინც და მაინც რისკია და ტიტულზე დაგეშილი ამბიციური ფორვარდია საჭირო მაშინ ბენტეკე მირჩევნია კეინს

0
№14
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2015 01:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რისკი ნებისმიერი ფორვარდის ყიდვაა. სადაც ფალკაომ ვერ გაამართლა იქ ვინმეს გამართლებაზე საუბარი რა პონტია. იმიტომ მაქვს იმედი და იმიტომ ავღნიშნე რომ პრემიერ ლიგაში გაიტანა თქო, არაა ისეთი სტილის (მე ესე ვფიქრობ) რომ ჩაკვდეს, პროსტა 50 ძაან ბევრია ამაში, 50 ეს და ლორისი ღირს ალბათ ერთად, ეგეც ბევრია დაჟე

აი ბენტეკე მგონია რო დიდ გუნდში ვერ გაამართლებს. არჩევანზე ტუ მიდგა საქმე კავანი ყველაზე მეტად მინდა ეგეტი ვარიანტებიდან, გამოცდილება, კლასი. მოკლედ ყველაფერი აქვს მაგას
0
№15
ავტორი: kantona-7
17 ივნისი 2015 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კეინი ძაან მაგარი იგროკია და ახალი ვარსვლავი გახდება მალე კოჭებში ეტყობა....ასერომ სანამ ჩელი ან სიტი აახევს ტოტენჰემს ჯობია ჩვენ დავასწროთ...რაც შეეხება ფულს თუუნდათ 100 მილიონი გადაიხადონ და მაგაზე გლეიზელებმა იდარდონ hi2 hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№16
ავტორი: temo-scholes
17 ივნისი 2015 05:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Mufc7,
pirvel rigshi valensia....!:D
0
№17
ავტორი: AkkRed
17 ივნისი 2015 09:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კეინზე კარგი ვარიანტი ინგლისიდან ვინაა რომ ადაპტაცია არ დასჭირდეს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top