თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2015, 20:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3105,
კომენტარები: 17
ვან გაალი ტურნესთვის მზად არის
ლუი ვან გაალი ამერიკის ტურნესთვის მზად არის.
ვან გაალი ტურნესთვის მზად არის
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლი პირველად გასულ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე მოირგო.

"წითელი ეშმაკები" 2015/16 წლების სეზონის გახსნამდე მოსამზადებელ მატჩებს კვლავ აშშ-ში გამართავენ.

გასული წლის ტურნესგან განსხვავებით, ლუიმ ამჯერად ტურნეს დაგეგმარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვან გაალმა ფეხბურთელებისთვის ორი ახალი ბაზა ააშენებინა, რომლებიც დას. ამერიკის სანაპიროებთან იქნება განლაგებული, რათა სიეტლისა და სან ფრანსისკოს ცხელი ჰავა ფეხბურთელეს თავიდან აარიდოს.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე - ტიტული, რომელიც გასულ წელს "იუნაიტედმა" მოიგო - გუნდი 4 მატჩს ჩაატარებს და ვან გაალი წარმატების მოლოდინშია.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს გუნდში ინდივიდუალური ფეხბურთელების ისე ჩამოყალიბებაა, რომ ერთ გუნდად იმოქმედონ. მაგრამ ასევე გვჭირდება ფიტნესი და მატჩის რიტმი, თანაც ვითამაშებთ მატჩებს და ვივარჯიშებთ.

როცა ამერიკაში გასულ წელს ჩავედით, სავარჯიშოდ ცოტა დრო გვქონდა, რადგან ბევრს ვმოგზაურობდით. ამჯერად ჩვენი ამერიკული ტურნე გავაუმჯობესეთ, რადგან ორი ბაზა გვაქვს, დასავლეთ სანაპიროზე ვიმყოფებით, შესაბამისად დაბალი ტემპერატურა გვაქვს და ფიტნესსაც უკეთესად მივხედავთ",
- განაცხადა ვან გაალმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
16 ივნისი 2015 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ოტამენდი,კლაინი,შნეიდერლენი და კეინი დაითრიე ლუი და ყველაფერი ხუთიანზე გექნება fellow
0
№2
ავტორი: Malboro463
16 ივნისი 2015 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
არამგონია კეინმა და კლაინმა დიდათ რამე შეცვალოს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 ივნისი 2015 21:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კეინი და კლაინი კი არა ნორმალურად დაბრუნდეს გუნდი ის ვინატროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2015 21:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კეინი რატო ვერ შეცვლის როცა გამტან ფორვარდს დაიმატებენ? :/ რატო არ გევასებათ ეს კეინი აზზე არ ვარ, მეტი რა უნდა ქნას რომ აღიქვათ როგორც ამომავალი ვარსკვლავი. ნაკრებში ვერ გაიბრწყინა, კლუბში ვერაფერს აკეთებს ტუ რომელიმე გრანდთან თამაში ჩააგდო? derpwhy

რამდენს აფასებენ ეგ სხვა თემაა. წელს იუნაიტედის თითოეულ ფორვარდზე ორჯერ მეტი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში
0
№5
ავტორი: Memphis_Depay
16 ივნისი 2015 22:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
General,
გეთანხმები.შემდგარი ვარსკვლავის ყიდვას ჯობს ვიყიდოთ გამოვლენილი და გამოსავლენი პოტენციალის მქონე ფეხბუთელები.როგორიცაა კეინი და დეპაი.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ივნისი 2015 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია ეს წინასასეზონო ტურნეები, მაგრამ იმედია ტრამვებს არ აიკიდებენ...
0
№7
ავტორი: VaRdo
16 ივნისი 2015 23:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: General
რამდენს აფასებენ ეგ სხვა თემაა. წელს იუნაიტედის თითოეულ ფორვარდზე ორჯერ მეტი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში



ყველაზე ცუდი არგუმენტი ფეხბურთელის შესაფასებლად სხვასთა. ეგრე ლუკა ტონიმ 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა გავცვალოთ რუნიში მაგის დედაც ვატირე ლამის 2_ჯერ მეტი გაიტანა. მერე მეორე არავინ არსად არ წერს რომ კეინი ცუდი იგროკია. აქ აქცენტი გაკეთებული იამზეა რომ ანხევარ წლიან ფეხბურთელის ყიდვა დიდი რისკის ქვეშაა თან ამხელა მოლოდინი რომ აქვს მთელ საფეხბურთ ოსამყაროს კონრკეტულად კი იუნაიტედს. ამიტომ ეს 2 ფაქტი ერთმანეთისგან გამიჯნეთ.

არც მე მინდა კეინი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2015 00:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
რა შედარებააა იმენა საღოლ good2 ლუკა ტონი რა შუაშია? :/ პრემიერ ლიგაში გაიტანა ორჯერ მეტი გოლი ამათზე და მეტი რა უნდა ქნას მეთქი, აი აქ ლუკა ტონი რა შუაშია კაცურად? ტონის კლასში ეჭვი თუ გეპარება სხვაა თემაა, მარა ბებერ ფორვარდებზე და გინდა თუ არა მანჩესტერის ფორვარდებზე მეტი გოლი ვისაც აქვს გატანილი ის მოიყვანეთ მეთქი არ მითქვამს. არ გევასება და ნუ გევასება, მე იმაზე გავამახვილე ყურადღება ცუდი ფეხბურთელია და რაღაცო რომ იწერება
0
№9
ავტორი: Malboro463
17 ივნისი 2015 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
გუნდი ვარსკვლავების დეფიციტია
ტოტენჰემს ყავს ახალგაზრდა ნიჭიერი გამოსავლენი პოტენციაკის მქონე ფეხბურთელი რომ რა?
დაცვის ხაზზე ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს გუნდს. ყველა ერთი დონის ფარჩაკი ფეხბურთელები კლაინიც ამათზე არანაკლებია
ალვეში კარგი ვარიანტი იყო მარა არ იყიდეს. ამჟამად ყველას ჯობს მაღალი კლასის დამდგარი ფეხბურთელები იყიდონ რომ გუნდმა ძველი ფორმა აღიდგინოს მერე თუ რამე ახალგაზრდებით ჩანაცვლებ. გადახედეთ რეალუს,პსჯს,ბარსას,ბაიერნის,ჩ

გუნდში
0
№10
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2015 00:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
მეც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ ფორვარდი აუცილებლად ეგეთი არ სჭირდება გუნდს, მითუმეტეს გამოცდილი ხალხი გვყავს მანდ. დაცვაში გამოცდილი ხალხია საჭირო და ხშირად ვწერ მაგას

კეინი არ გინდატ ნუ გინდათ, პროსტა თუ არ გევასებათ სხვა საქმეა, თუ გამართლების იმედი არ გაქვთ ეგეც სხვა საქმეა მარა აი წელს მაგან თუ ვერაფერი ქნა და მაშინ გაკეთებას რაღას ეძახით არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top