"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეა შეუცვლელი არ არის და კლუბს მისი მემკვიდრის მოძებნისკენ მოუწოდა.
ჭორების თანახმად ესპანელი კიპერი მადრიდში ბრუნდება, სადაც "რეალის" მაისურს მოირგებს, ვან დერ სარს კი მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია მართალია, რადგან თუ დე ხეას დარჩენა სურს, ის აქამდე გააფორმებდა კონტრაქტს.
"პირველ წელს სირთულეებს წააწყდა, მეორე წელს მოუმატა, ხოლო მესამე და მეოთხე წელს დაუჯერებელი პროგრესი განიცადა.
რა თქმა უნდა, არ ვიცი მისი შეცვლის შესაძლო კანდიდატების ვინაობა. ბოლო პერიოდში მის შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება და მას რომ დარჩენა უნდოდეს, კონტრაქტს აქამდე ნამდვილად გააფორმებდა.
სეზონს 11 ფეხბურთელით იწყებ. რაღაცები უნდა გამოიმუშავო, რაღაცები კი უცვლელი რჩება, ასე რომ, არავინ არის შეუცვლელი, ეს ყოველთვის მთავარია.
სეზონს ყოველთვის 11 მოთამაშით იწყებ და ხანდახან მცირე კორექტირება გჭირდება ან პრემიერ ლიგისა და სხვა ტიპის ფეხბურთთან შეგუება დროს მოითხოვს.
დარწმუნებული ვარ, თუ დავიდი წავა, "იუნაიტედი" კარგ შემცვლელს იპოვის.
დე ხეას დიდი რეფლექსი აქვს და კუთხურებზე გამოსვლების დროსაც კარგია. ძალიან განვითარდა.
ლუის მოსწონს მეკარეები, რომლებიც ფეხით კარგად თამაშობენ. ვიქტორ ვალდესს "ბარსელონაში" ასეთი გამოცდილება აქვს, მაგრამ შესაძლოა, ისინი სხვა კანდიდატს ეძებენ.
იმედი მაქვს, ის სხვა სილესენი არ იქნება, თუმცა მოლაპარაკებაში მეც მექნება გარკვეული გავლენა, რადგან "აიაქსში" ვმუშაობ.
იასპერი ფანტასტიკური მეკარეა. ზამთარში ყატარში ერთი კვირით ჩავედი და იქ მეკარეებს ვავარჯიშებდი, სესია სილესენსაც ჩავუტარე. ძალიან განვითარდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა და როგორც "იუნაიტედისთვისაა" დავიდი საიმედო მეკარე, ასევეა ამსტერდამში სილესენი. მისი დატოვება გვინდა", - განაცხადა ვან დერ სარმა.