თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2015, 19:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3030,
კომენტარები: 15
"დე ხეას რომ დარჩენა უნდოდეს, კონტრაქტს გააფორმებდა"
ჰოლანდიელი კიპერი დავიდ დე ხეას ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს შეეხო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეა შეუცვლელი არ არის და კლუბს მისი მემკვიდრის მოძებნისკენ მოუწოდა.

ჭორების თანახმად ესპანელი კიპერი მადრიდში ბრუნდება, სადაც "რეალის" მაისურს მოირგებს, ვან დერ სარს კი მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია მართალია, რადგან თუ დე ხეას დარჩენა სურს, ის აქამდე გააფორმებდა კონტრაქტს.

"პირველ წელს სირთულეებს წააწყდა, მეორე წელს მოუმატა, ხოლო მესამე და მეოთხე წელს დაუჯერებელი პროგრესი განიცადა.

რა თქმა უნდა, არ ვიცი მისი შეცვლის შესაძლო კანდიდატების ვინაობა. ბოლო პერიოდში მის შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება და მას რომ დარჩენა უნდოდეს, კონტრაქტს აქამდე ნამდვილად გააფორმებდა.

სეზონს 11 ფეხბურთელით იწყებ. რაღაცები უნდა გამოიმუშავო, რაღაცები კი უცვლელი რჩება, ასე რომ, არავინ არის შეუცვლელი, ეს ყოველთვის მთავარია.

სეზონს ყოველთვის 11 მოთამაშით იწყებ და ხანდახან მცირე კორექტირება გჭირდება ან პრემიერ ლიგისა და სხვა ტიპის ფეხბურთთან შეგუება დროს მოითხოვს.

დარწმუნებული ვარ, თუ დავიდი წავა, "იუნაიტედი" კარგ შემცვლელს იპოვის.

დე ხეას დიდი რეფლექსი აქვს და კუთხურებზე გამოსვლების დროსაც კარგია. ძალიან განვითარდა.

ლუის მოსწონს მეკარეები, რომლებიც ფეხით კარგად თამაშობენ. ვიქტორ ვალდესს "ბარსელონაში" ასეთი გამოცდილება აქვს, მაგრამ შესაძლოა, ისინი სხვა კანდიდატს ეძებენ.

იმედი მაქვს, ის სხვა სილესენი არ იქნება, თუმცა მოლაპარაკებაში მეც მექნება გარკვეული გავლენა, რადგან "აიაქსში" ვმუშაობ.

იასპერი ფანტასტიკური მეკარეა. ზამთარში ყატარში ერთი კვირით ჩავედი და იქ მეკარეებს ვავარჯიშებდი, სესია სილესენსაც ჩავუტარე. ძალიან განვითარდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა და როგორც "იუნაიტედისთვისაა" დავიდი საიმედო მეკარე, ასევეა ამსტერდამში სილესენი. მისი დატოვება გვინდა",
- განაცხადა ვან დერ სარმა.

წყარო: Goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 ივნისი 2015 19:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ოპტიმისტებს თუ სჯერათ ალბათ, რომ დარჩება. ცალი ფეხით იქაა უკვე, უბრალოდ, "იუნაიტედი" მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს და ამიტომ არ დასრულდა ჯერ ტრანსფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
14 ივნისი 2015 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ამან მაგარი სიტყვები თქვა.

როცა მანჩესტერში ხარ ხვდები რომ, კარიერის პიკში ხარ და თუ ამა დეხეა ვერ ხვდება მაშინ არ ყოფილა მანჩესტერის ღირსი.

ვფიქრობ რო ასეა და არ იქნება ჩვენთვის დიდი ტრაგედია მისი დაკარგვა რადგან ბევრს შეუძლია განვითარდეს მისნაირად მანჩესტერში.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 ივნისი 2015 20:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
abrama,
დარწმუნებული ვარ, ეგ ციტატა ფეისბუქის რომელიმე გვერდიდან გაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
14 ივნისი 2015 20:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამის გაშვებას როგორ ვერ შევეგუები მაგრამ განსაკუთრებით რეალში არ მინდა ამის გაშვება იყიდოს ვინმემ სხვამ თუ გასაყიდია და არა რეალმა :@
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
14 ივნისი 2015 20:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შანსი არაა ამის ამბავი უკვე სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იყო გადაწყვეტილი. თუ მანჩესტერში დარჩენა უნდოდა მაშინ ეგრევე მოაწერდა ახალ კონტრაქტზე ხელს და არ გვაწვალებდა
0
№6
ავტორი: abrama
14 ივნისი 2015 22:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
რა მნიშვნელობა აქვს სად ვნახე
0
№7
ავტორი: RojoDiablo
14 ივნისი 2015 22:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
abrama,
მსგავსი არაფერი უთქვამს და იმიტომ გკითხე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Rooni
15 ივნისი 2015 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Sadac unda wavides agarmainteresebs amis dedac mov..an
0
№9
ავტორი: red devil
15 ივნისი 2015 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მართალია ეს კაცი მაგრამ მე მაინც მჯერა რო დარჩება
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
15 ივნისი 2015 09:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ლორისი,ბეგოვიჩი,ობლაკი smile თუ ლორისს მოიყვანენ უკვე შემდგარი მეკარე გვეყოლება და პრობლემა მთლიანად მოიხსნება.ბეგოვიჩთან და ობლაკთან ლუის მუშაობა მოუწევს,რომ ტოპ კლასის მეკარედ ჩამოაყალიბოს და იმედია ასეც მოხდება. smile
დე ხეას თუ უნდა წავიდეს იმ რეალში.კასილასი რამდენი წელი იცავდა რეალის კარს მაღალ დონეზე,ერთი წელი ჩაუვარდა და ფანები უსტვენენ. angry ხოდა ერთ მატჩს რო ჩააგდებს დევიდი და ფანები სტვენას დაუწყებენ, მერე უძღები ძესავით იტყვის მანჩესტერში დაბრუნება მინდაო. smile გამიხარდება თუ იდი ნახუიზე გაუშვებს ლუი უკვე მაშინ. smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top