თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2015, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2531,
კომენტარები: 11
"ტოტენჰემი" "იუნაიტედთან" არ ითანამშრომლებს
"დეზები" წამყვან ფეხბურთელებთან განშორებას არ აპირებენ.
"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ თავისი კლუბის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაარწმუნა, რომ მეკარე უგო ლორისი და თავდამსხმელი ჰარი კეინი ზაფხულს კლუბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ.

ორივე წამყვანი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ირიცხება - ლორისს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მადრიდის "რეალში" გადავა, ხოლო ჰარი კეინში "იუნაიტედი" 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "იუნაიტედი" 70 მლნ. ფუნტს გადაიხდის ორივე ფეხბურთელში, "ტოტენჰემი" არც ერთ მოთამაშეს არ განშორდება, რადგან ეს დიდი დარტყმა იქნება კლუბის ამბიციებზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას გულისხმობს.

ლევიმ პირადად აცნობა პოჩეტინოს, რომ კეინისა და ლორისის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითონ არ მიიღებს. ამასთან ერთად, გარეტ ბეილში აღებული თანხის დახარჯვამ ცხადყო, რომ კლუბი არცთუ წარმატებით ახორციელების ინვესტირებას ფეხბურთელებში.

წყარო: the telegraph
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
14 ივნისი 2015 09:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კეინს კიდევ ერთი წელი რომ ვუცადოთ 70 მარტო კეინში არ გვეყოფა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top