თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2015, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2531,
კომენტარები: 11
"ტოტენჰემი" "იუნაიტედთან" არ ითანამშრომლებს
"დეზები" წამყვან ფეხბურთელებთან განშორებას არ აპირებენ.
"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ თავისი კლუბის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაარწმუნა, რომ მეკარე უგო ლორისი და თავდამსხმელი ჰარი კეინი ზაფხულს კლუბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებენ.

ორივე წამყვანი მოთამაშე "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ირიცხება - ლორისს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მადრიდის "რეალში" გადავა, ხოლო ჰარი კეინში "იუნაიტედი" 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "იუნაიტედი" 70 მლნ. ფუნტს გადაიხდის ორივე ფეხბურთელში, "ტოტენჰემი" არც ერთ მოთამაშეს არ განშორდება, რადგან ეს დიდი დარტყმა იქნება კლუბის ამბიციებზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას გულისხმობს.

ლევიმ პირადად აცნობა პოჩეტინოს, რომ კეინისა და ლორისის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითონ არ მიიღებს. ამასთან ერთად, გარეტ ბეილში აღებული თანხის დახარჯვამ ცხადყო, რომ კლუბი არცთუ წარმატებით ახორციელების ინვესტირებას ფეხბურთელებში.

წყარო: the telegraph
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
13 ივნისი 2015 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აჰაა ვიძახდი არ გაყიდიან თქო,თვითონ კეინიც რო იყოს მოწადინებული როგორც ბეილი, იმხელას გადაგვახდევინებენ რო ჯობია ბენტეკე მოიყვანონ.
ლორისის დათრევა კი შეილება მაგრამ ჩეხი მირჩევნია მიუხედავად ასაკისა
0
№2
ავტორი: abrama
13 ივნისი 2015 09:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ცუდია
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 ივნისი 2015 09:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ დე ხეა წავა ლორისზე დამწყდება გული, მაგრამ ამ კეინის მაინც არ მჯერა. მომდევნო სეზონშიც თუ ითამაშებს ასე კარგად (მაინცდამაინც 30 გოლი არა) და სოლდადო არ გახდება, მერე კიდევ ჰო, მაგრამ იქნებ ეს 1-სეზონიანი გამონათება აქვს და 50 მლნ. ტყუილად ხომ არ უნდა გადაყარო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: vincent
13 ივნისი 2015 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ორივე რომ დაიტოვონ,ესენი ჩმპიონთა ლიგაზე მაინც ვერ მოხვდებიან. smile
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ივნისი 2015 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფეხბურთელს უნდოდეს სადმე გადასვლა და ვინ დაიჭერს??? ბეილი ამის ნათელი მაგალითია...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
13 ივნისი 2015 13:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
50 დადონ და კეინი ლორისი წამოიყვანონ wink ტოტენჰემი ამ ორში ალბათ 100 მილიონის აღებას მაინც გეგმავს მარა მოუგვარებენ რა wink

კეინსაც უნდოდა უნდოდეს უფრო დიდ გუნდში თამაში, შეიძლება სულ ჩაიკარგოს მომავალ წელს მარა ეგ ძაან მეეჭვება. დაამტკიცა რომ ბევრი შეუძლია და მომავალ წელს ამის ფასი გაორმაგდება და მერე რეალისნაირ გუნდებს კონკურენციას ვერ გაუწევ
0
№7
ავტორი: Wardell
13 ივნისი 2015 13:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
სრულიად გეთანხმები, ერთი სეზონით მაინც ძნელია შეაფასო მოთამაშე, იდეალური მაგალითია დი მარია.

60 მილიონად ორივე იდეალური გარიგება იქნება, მაგრამ მაინც მეზედმეტება კეინში 40 მილიონი რა.
0
№8
ავტორი: VaRdo
13 ივნისი 2015 14:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არცერთი არ გვჭირდება. ჯერ დე ხეა არ წასულა და კეინი არ მინდა წელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: rezimankunia
13 ივნისი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Arcerti arminda me magalitad! Da chexio esao isao roidzaxit mourinio arasdros argamoushvebs chventan mitumetes amashi darwmunebulivar 100%
0
№10
ავტორი: red devil
14 ივნისი 2015 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერთი წელი ანდერსონმაც მაგრად იყომარა ლორისს კიდე კასილიასი მირჩევნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top