თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2015, 15:31
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3160,
კომენტარები: 17
ლე ტისიე: "შნეიდერლინი "იუნაიტედში" გადავა"
მატ ლე ტისიეს ინტერვიუ მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის შესახებ.
ლე ტისიე:
"საუთჰემპტონის" ლეგენდა მატ ლე ტისიე დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი ამ ზაფხულში ვერ შეძლებს მორგან შნეიდერლინის შენარჩუნებას, რომელიც სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

უკვე ორი სატრანსფერო ფანჯარაა რაც შნეიდერლინით ბევრი ტოპ კლუბი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე აქტიური "ტოტენჰემი" და "არსენალი" იყვნენ, თუმცა ბრძოლაში აქტიურად "იუნაიტედიც" ჩაერთო.

გასულ ზახფულს "საუთჰემპტონმა" მოახერხა ფრანგი ჩამშლელის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს. მაგრამ მატ ლე ტისიე ფიქრობს, რომ წელს გუნდი ხელს ვეღარ შეუშლის ფრანგის ტრანსფერს.

"მეტად სავარაუდოა, რომ ის გუნდს დატოვებს." - განუცხადა ლე ტისიემ Sky Sports-ს. "მთავარი კითხვა, ტოპ ოთეულის რომელ კლუბში სურს მას კარიერის გაგრძელება."

"ვფიქრობ მისი მსურველებიდან სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება მის პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი. შნეიდერლინი მათი შესაფერისი ვარიანტია, რასაც ბოლო რამდენიმე სეზონია ამტკიცებს."

"როგორც ჩანს მათი ინტერესის სფეროში შვაინშტაიგერიც შედის, მაგრამ თუ ისინი გერმანელის შეძენას ვერ მოახერხებენ, მორგანი ნომერ პირველი სამიზნე გახდება."


"საუთჰემპტონმა" ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე ლუკ შოუს, ადამ ლალანას, რიკი ლამბერტს და კალუმ ჩემბერს წასვლის უფლება მისცა, რის შედეგადაც სოლიდური თანხაც მიიღო. ლე ტისიე თვლის, რომ შნეიდერლინი კიდევ ერთი სარფიანი გარიგება იქნება.

"მასში დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გადავიხადეთ 2008 წელს. ახლა კი მისი გაყიდვა კარგ თანხად შეიძლება, რაც გუნდისთვის მომგებიანი იქნება."

"ვფიქრობ "საუთჰემპტონი" ფეხბურთელებთან ყოველთვის სამართლიანად იქცევა და მათ ხელს არ უშლის ტოპ გუნდებში გადასვლაში, რაც წინა წელსაც გამოჩნდა."

"შნეიდერლინის საქმე წინა ზაფხულს განსაკუთრებული იყო, რადგან ამდენი გაშვებული ფეხბურთელის მიუხედავად, "წმინდანებმა" მისი შენარჩუნება მოახერხეს."


წყარო: Sky Sports
სიახლეები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
6 ივნისი 2015 20:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Wardell,
მოგყავს ,ხო?:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Wardell
6 ივნისი 2015 20:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Mufc7,
გზაში ვართ დაგვხვდით )))))
0
№13
ავტორი: Mufc7
6 ივნისი 2015 23:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Wardell,
ვიცოდი,რომ დაითანხმებდი საბოლოოდ, გელოდებით :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№14
ავტორი: red devil
7 ივნისი 2015 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ვარიანტია და არაა ხელიდან გასაშვები. შვაინა ჩვენთან არ წამოვა
0
№15
ავტორი: AkkRed
7 ივნისი 2015 11:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოდი ჰა მოდი ქლევერლი წავიდა და ქლევერლის არ ყოფნას ვერ აღმოფრქვი მაგრამ რას იჯაჯღუნებ
0
№16
ავტორი: Rooni
7 ივნისი 2015 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Magrad gaasworebs amis gadmosvla
0
№17
ავტორი: kantona-7
7 ივნისი 2015 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
Zalian gvWirdeba exla eseti axali sisxli naxevardacvaShi Tumca marto esara erti kidev ufro klasnic dagvwirdeba centralur naxevar mcvelad.......konkurenciac gaizrdeba

magalitad Shneiderlini giundogani naxevardacva zalian kargi iqneba+ humelsi an otamendi zalian gvinda amoridan ertis yidva +klaini+zenzema an lakazeti keini Zalian kargi kamanda gamova.....dexeac tuwava chexi an lorisi da idealuri gudia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top