"ლივერპულის" ახალგაზრდა ვინგერი, რაჰიმ სტერლინგი დიდი სიამოვნებით განიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებას - ირწმუნება The Guardian.
20-წლის ინგლისელისადმი ინტერესს ბევრი გრანდი იჩენს, მათ შორის "წითელი ეშმაკებიც", თავად რაჰიმსაც სურს ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა და მზად არის "იუნაიტედისთვის" შეუტიოს. სიტუაციას ის ფაქტი ამძაფრებს, რომ შესაძლოა ეს ტრანსფერი არც "ლივერპულის" და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მიიღონ, რადგან მოგეხსენებათ ამ ორ გუნდს შორის პრინციპული დაპირისპირებაა.
სტერლინგმა გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.
რაჰიმმა უკვე რამდენჯერმე იუარა "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება, მერსესაიდული კლუბი მას კვირაში 100 ათას ფუნტს სთავაზობდა. რაც შეეხება "იუნაიტედს", ისინი მზად არიან ინგლისელს 140 ათასი გადაუხადონ, თუკი ტრანსფერს შეათანხმებენ.
აღსნანიშანვია ისიც, რომ 1983 წლის შემდეგ ამ ორ კლუბს შორის არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა ფეხბურთელთა ტრანსფერების შესახებ.