თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2015, 00:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3325,
კომენტარები: 19
სტერლინგი მზად არის "იუნაიტედის" მაისური მოირგოს
რაჰიმ სტერლინგი მზად არის "ეშმაკი" გახდეს.
სტერლინგი მზად არის
"ლივერპულის" ახალგაზრდა ვინგერი, რაჰიმ სტერლინგი დიდი სიამოვნებით განიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებას - ირწმუნება The Guardian.

20-წლის ინგლისელისადმი ინტერესს ბევრი გრანდი იჩენს, მათ შორის "წითელი ეშმაკებიც", თავად რაჰიმსაც სურს ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობა და მზად არის "იუნაიტედისთვის" შეუტიოს. სიტუაციას ის ფაქტი ამძაფრებს, რომ შესაძლოა ეს ტრანსფერი არც "ლივერპულის" და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მიიღონ, რადგან მოგეხსენებათ ამ ორ გუნდს შორის პრინციპული დაპირისპირებაა.

სტერლინგმა გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.

რაჰიმმა უკვე რამდენჯერმე იუარა "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება, მერსესაიდული კლუბი მას კვირაში 100 ათას ფუნტს სთავაზობდა. რაც შეეხება "იუნაიტედს", ისინი მზად არიან ინგლისელს 140 ათასი გადაუხადონ, თუკი ტრანსფერს შეათანხმებენ.

აღსნანიშანვია ისიც, რომ 1983 წლის შემდეგ ამ ორ კლუბს შორის არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა ფეხბურთელთა ტრანსფერების შესახებ.
ჭორები
19 კომენტარი
№1
ავტორი: nik-beckham777
5 ივნისი 2015 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
არ ვიცი, თუ ბეილის ყიდვასაც აპირებენ რათ გვინდა ამდენი ვინგერი ვერ ვხვდები...?
0
№2
ავტორი: gilmour
5 ივნისი 2015 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ის ფაქტი რომ ლივერპულელია ამ შემთხვევაში მაგრად არ მაინტერესებს იმიტომ რომ 20 წლისაა და არჩევანის გაკეთების საშუალება ახლა ეძლევა პირველად. უბრალოდ მაინცდამაინც არ ვგიჟდები ამ ფეხბურთელზე. ისე ძალიან ნიჭიერია.
0
№3
ავტორი: tupaca
5 ივნისი 2015 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაგრად არ მინდა ეს, ტიპი რა დონის ცენზურა იქნება აქ რო გადმოვიდეს
0
№4
ავტორი: nikomari
5 ივნისი 2015 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ეს თუ გადმოვა ფულიც დაიზოგება და მაგარ ფეხბურთელს დავითრევთ! ბეილი გსიკეთონ... იმ ფულად კარ ნახევარმცველს დს მცველებს ვიყიდით... გამიხარდება მაგრად ინგლისელი ხულიგანი ეშმაკი :)))
0
№5
ავტორი: Martial
5 ივნისი 2015 02:51
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დეპაი და დი მარია გვყავს, კიდევ არიან ახალგარზდები, შეიძლება საკმარისად გვიგროვდება ხალხი მარა ესეთი ნიჭიერი ტიპის ხელიდან გაშვება არ შეიძლება რა. შანსი თუ ექნებათ უნდა დაითრიონ, მარა ყველაფერს გააკეთებენ აქ რო არ გამოუშვან, ძალიან ბევრს სურს თან
0
№6
ავტორი: chudikone
5 ივნისი 2015 04:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ტიპი მანჩესტერის ფანია და რა ქნას თუ ლივერპულმა აღმოაჩინა თავდაპირველად. თქვენ არ წახვიდოდით სათამაშოდ ? არც ლეგენდაა ლივერპულის ეს ბიჭი და არც მითუმეტეს სკაუზერი თუ 20 წლის ასაკშ აღარ უნდა გუნდში. ამ ნიჭის ხელიდან გაშვება არ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: temo-scholes
5 ივნისი 2015 07:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
chudikone,
+1 bz. Araa dzma savsebit getanxmebi... Tan sakmaod solidur tanxad vtreulobt da tanac ingliselia, mtavaria viyidot da gaamartlos...
0
№8
ავტორი: RojoDiablo
5 ივნისი 2015 10:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მერე გამოვა სკაუზერი და იტყვის: "ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელით მიაღწიეთ წარმატებას". ნიჭიერიც არის, მონაცემებიც აქვს, სავარაუდოდ უნდა მოერგოს კიდეც გუნდს, მაგრამ არ ვიცი ამის მიმართ დამოკიდებულებას შევიცვლი თუ არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ივნისი 2015 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე არ მინდა სტერლინგი და იმედია არც იყიდიან winked
0
№10
ავტორი: nikomari
5 ივნისი 2015 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
უეჭველი უნდა იყიდონ თუ შანსი მიეცემათ! მაგარი ახალგაზრდა... თან უნივერსალია თავდასხმაშიც მშვენიერია!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top