თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 17:22
ავტორი: Mike,
ნანახია: 2848,
კომენტარები: 29
იუნაიტედომანია
მე - იუნაიტედომანი
იუნაიტედომანია
ფეხბურთი დაავადებაა? თუ დავუშვებთ,რომ კი, ეს დაავადება 1998 წელს შემეყარა ექვსი წლის ასაკში, ეს ის დროა როცა "დენდი" კონკურენცას უწევს ფლეისთეიშენს,როცა კარლოსი თავდასხმაში უნდა დაგეყენებინა ,დარტყმა და სპიდი 19 ქონდა,როცა ბოდიშით და ოფლის უკანასკნელ წვეთამდე გმირულად ვთამაშობდით გატიალებულ ასფალტის სტადიონზე,როცა აღტაცებული ვიყავი ჩემი "ვზროსლი ძმების" თამაშით, მოკლედ "ოლდ სქულია" რა.
ფეხბურთის თამაშს ზოგჯერ ისე გავუტაცებივარ, ყურადღებას აღარ ვაქცევდი დედაჩემის ლამის პანიკამდე მისულ ყვირილს _ "ამოდი ჭამე", თუ საქმე უფრო რთულად იყო მაშინ ორივე გუნდის მოთამაშეები სულით და გულით ვთხოვდით , რომელიმე ჩვენგანის მშობელს სახში არ აეყვანა ჩვენი მეგობარი.ყოველივე ამის მერე ადვილი წარმოსადგენია,რომ ფეხბურთელობა მინდოდა , მაგრამ საქართველოში მცხოვრებ მშობელთა 90%_ისაგან განსხვავებით(საპირისპიროდ), მამაჩემმა თავიდანვე მითხრა: "არ გამოვა შენგან ფეხბურთელიო", ხოდა მეც დიდი ცრემლების ღვრის(როგორც ჩემი ,ისე დედაჩემის) შემდეგ რაგბზე შევედი,თუმცა ეს სხვა თემაა.
მოკლედ პირველად ფეხბურთს 1998 წელს ვუყურე, ეს იყო მუნდიალის გახსნა შოტლანდია ბრაზილია,ფინალი მაინც გამოვტოვე,მიუხედავად ამისა, მე მაინც გადავიპარსე თავი, მოვიკრიბე გამბედაობა და ვითხოვე რონალდოს 9 ნომრიანი მაისური.
მსოფლიო ჩემპიონატის მერე ,უკვე მოხიბლული ვიყავი, თან სიმართლე გითხრათ, თავიდანვე მაინტერესებდა რა იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", მამაჩემმა რაც შეეძლო მარტივად ამიხსნა: "წითელი ეშმაკები" არიან და ყველაზე მაგრად თამაშობენო, ხოდა ესე დავიწყე იუნაიტედის თამაშების ყურება, იუვენტუსის და "კამპ ნოუს" ლეგენდარული ფინალის გარდა ,თითქმის ყველა LIVE ზე ჩამეძინა,თუმცა ამ ორი თამაშისგან ისეთი ემოცია მივიღე , დავიწყება შეუძლებელია.
მე გაგიკვირდებათ და ვიზრდებოდი: უკვე მეზიზღებოდა "ფორმულა 51" და მარტო "ევროტურს" ვაღიარებდი. ამ დროისთვის კიდე იყო შემორჩენილი ფრაზები: " გარინჩა ხარ შეჩემა" ,"სუფთა კანია რა ბურთი მოხსნა", "პელე ჯობია თუ მარადონა" და სხვა,მეც ბავშვურად და გულწრფელად მიკვირდა, "ამათ იუნაიტედის და ბექემის თამაში ნანახი არ აქვთ? "
ერთი სიტყვით ჩემთვის ფეხბურთი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა,მაშინ როცა ნახევარი საქართველო (ან მეტი) რაულის ფორმებით დადიოდა,მე ბუფეტის ფულის დაზოგვით დევიდ ბექემის 7 ნომრიანი მაისური ვიყიდე ლილოში და ჩემზე ბედნიერი დამერწმუნეთ მაშინ კაცი არ იყო.
ამ დიდი სიყვარულის გამო დამჭირდა მთელი ოჯახის გვერდში დგომა,ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო , ვერ წარმომედგინა ბექზი სხვა გუნდის ფორმაში,გადავწყვიტე წვერი მომეშვა,მარა ეს გეგმა ჩამეშალა,11 წლის ასაკში წვერი არ ამოდისო, მეც ავდექი და დემონსტრაციულად ჩემი ოთახის პლაკატების 90%,რომელიც ბექემის იყო დავწვი,სიმწრით ნაყიდ ფორმას ვერ შეველიე,იქნებ დაბრუნდეს თქო.
ფეხბურთის სიყვარულს რაც შეეხება, მე მიყვარს ფეხბურთი,არა ვგიჟდები ფეხბურთზე, მიყვარს იუნაიტედი და მიყვარს ის ხალხი ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი. არ მიყვარს "ბარსელონას" ქართველი ფანები : Messi_GIRl, TAMUNA_PUYOL_5, IZOLDA-PIQUE, NUNU+iniesta და ესეთი ნაროდი. ერთადერთი ბარსელონას ფანი,რომელსაც პატივს ვცემ (რათქმაუნდა საფეხბურთო ასპექტში ვიძახი) ნოდო ჯალაღანიაა,ჩემი "ტრუსიკის ძმაკაცი", ეს ადამიანი ბავშვობიდან >>>>> მართლა<<<<< ბალეშიკობს ბარსას, მახსოვს ფიცრის დანგრეულ მერხებზე რა გულმოდგინედ ვხატავდით ხოლმე, მე იუნაიტედის და ნოდო ბარსას გერბებს. მოკლედ როცა ფეხბურთი არ გაღელვებს, არ გიყვარს და არ გიყურებია ნუ იქნები მაინცდამაინც ბარსას ფანი, შენ რა იცი??? თავს აღარ შეგაწყენთ და დავასრულებ ჩემი და ალბათ ბევრის საყვარელი სლენგით GGMU ♥

სპეციალურად Redarmy.ge თვის
---
29 კომენტარი
№11
ავტორი: SHeRma_Rooney
13 ოქტომბერი 2012 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
კაია ადმინ მომწონს ეს ისტორია love manunited
0
№12
ავტორი: Robin Van Persie )))
13 ოქტომბერი 2012 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ძაან მაგარი კაცია :D კკარგად ვიცინე და მამაჩემიც ვაცინე შემიყვარდა ეს კაცი derphappycry თითქმის მეც ესე ვიყავი :*

ძაან მაგარი კაცია :D კკარგად ვიცინე და მამაჩემიც ვაცინე შემიყვარდა ეს კაცი derphappycry თითქმის მეც ესე ვიყავი :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Believe
№13
ავტორი: Lomsa099
13 ოქტომბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
გენაცვალე მაგარი ისტორიაა რამის ვიტირე იმიტო რო ზუსტი გამეორებაა ჩემი ისტორიის :):)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№14
ავტორი: Mike
13 ოქტომბერი 2012 18:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Robin Van Persie ))),
request ჩემთან სახლში მე მამაჩემი და ჩემი ძმა იუნაიტედის გარდა არ ვაღიარებთ არაფერს troll

SHeRma_Rooney,
მადლობ შერმა am
0
№15
ავტორი: Esi
13 ოქტომბერი 2012 18:33
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ავტორ საღოლ!
0
№16
ავტორი: love united
13 ოქტომბერი 2012 18:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ავტორ!..ძაან მაგარი სტატიაა თუ რაცაა... wink გაიხარე...
0
№17
ავტორი: razma21
13 ოქტომბერი 2012 19:53
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ბრავო ავტორ! :)
0
№18
ავტორი: Rooney
13 ოქტომბერი 2012 20:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
Mike,
მალადსი, აუ მე ბლოგის ებაუთში მიწერია როგორ იცი ფეხბურთზე მინდოდა შესვლა მაგრამ მიძახდნენ არ გამოვა შენგან ფეხბურთელიო და ისევ უბანში დავიწყებურთის გორებათქო ამგვარად უცებ გამახსენდა საღოლ კაი მომეწონა
0
№19
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2012 20:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ, საღოლ derphappycry მომეწონა მაგრად foreveralonehappy
0
№20
ავტორი: R.V.P
13 ოქტომბერი 2012 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
საღოლ კაი ისტორიააა notbad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top