თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 17:22
ავტორი: Mike,
ნანახია: 2848,
კომენტარები: 29
იუნაიტედომანია
მე - იუნაიტედომანი
იუნაიტედომანია
ფეხბურთი დაავადებაა? თუ დავუშვებთ,რომ კი, ეს დაავადება 1998 წელს შემეყარა ექვსი წლის ასაკში, ეს ის დროა როცა "დენდი" კონკურენცას უწევს ფლეისთეიშენს,როცა კარლოსი თავდასხმაში უნდა დაგეყენებინა ,დარტყმა და სპიდი 19 ქონდა,როცა ბოდიშით და ოფლის უკანასკნელ წვეთამდე გმირულად ვთამაშობდით გატიალებულ ასფალტის სტადიონზე,როცა აღტაცებული ვიყავი ჩემი "ვზროსლი ძმების" თამაშით, მოკლედ "ოლდ სქულია" რა.
ფეხბურთის თამაშს ზოგჯერ ისე გავუტაცებივარ, ყურადღებას აღარ ვაქცევდი დედაჩემის ლამის პანიკამდე მისულ ყვირილს _ "ამოდი ჭამე", თუ საქმე უფრო რთულად იყო მაშინ ორივე გუნდის მოთამაშეები სულით და გულით ვთხოვდით , რომელიმე ჩვენგანის მშობელს სახში არ აეყვანა ჩვენი მეგობარი.ყოველივე ამის მერე ადვილი წარმოსადგენია,რომ ფეხბურთელობა მინდოდა , მაგრამ საქართველოში მცხოვრებ მშობელთა 90%_ისაგან განსხვავებით(საპირისპიროდ), მამაჩემმა თავიდანვე მითხრა: "არ გამოვა შენგან ფეხბურთელიო", ხოდა მეც დიდი ცრემლების ღვრის(როგორც ჩემი ,ისე დედაჩემის) შემდეგ რაგბზე შევედი,თუმცა ეს სხვა თემაა.
მოკლედ პირველად ფეხბურთს 1998 წელს ვუყურე, ეს იყო მუნდიალის გახსნა შოტლანდია ბრაზილია,ფინალი მაინც გამოვტოვე,მიუხედავად ამისა, მე მაინც გადავიპარსე თავი, მოვიკრიბე გამბედაობა და ვითხოვე რონალდოს 9 ნომრიანი მაისური.
მსოფლიო ჩემპიონატის მერე ,უკვე მოხიბლული ვიყავი, თან სიმართლე გითხრათ, თავიდანვე მაინტერესებდა რა იყო "მანჩესტერ იუნაიტედი", მამაჩემმა რაც შეეძლო მარტივად ამიხსნა: "წითელი ეშმაკები" არიან და ყველაზე მაგრად თამაშობენო, ხოდა ესე დავიწყე იუნაიტედის თამაშების ყურება, იუვენტუსის და "კამპ ნოუს" ლეგენდარული ფინალის გარდა ,თითქმის ყველა LIVE ზე ჩამეძინა,თუმცა ამ ორი თამაშისგან ისეთი ემოცია მივიღე , დავიწყება შეუძლებელია.
მე გაგიკვირდებათ და ვიზრდებოდი: უკვე მეზიზღებოდა "ფორმულა 51" და მარტო "ევროტურს" ვაღიარებდი. ამ დროისთვის კიდე იყო შემორჩენილი ფრაზები: " გარინჩა ხარ შეჩემა" ,"სუფთა კანია რა ბურთი მოხსნა", "პელე ჯობია თუ მარადონა" და სხვა,მეც ბავშვურად და გულწრფელად მიკვირდა, "ამათ იუნაიტედის და ბექემის თამაში ნანახი არ აქვთ? "
ერთი სიტყვით ჩემთვის ფეხბურთი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა,მაშინ როცა ნახევარი საქართველო (ან მეტი) რაულის ფორმებით დადიოდა,მე ბუფეტის ფულის დაზოგვით დევიდ ბექემის 7 ნომრიანი მაისური ვიყიდე ლილოში და ჩემზე ბედნიერი დამერწმუნეთ მაშინ კაცი არ იყო.
ამ დიდი სიყვარულის გამო დამჭირდა მთელი ოჯახის გვერდში დგომა,ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო , ვერ წარმომედგინა ბექზი სხვა გუნდის ფორმაში,გადავწყვიტე წვერი მომეშვა,მარა ეს გეგმა ჩამეშალა,11 წლის ასაკში წვერი არ ამოდისო, მეც ავდექი და დემონსტრაციულად ჩემი ოთახის პლაკატების 90%,რომელიც ბექემის იყო დავწვი,სიმწრით ნაყიდ ფორმას ვერ შეველიე,იქნებ დაბრუნდეს თქო.
ფეხბურთის სიყვარულს რაც შეეხება, მე მიყვარს ფეხბურთი,არა ვგიჟდები ფეხბურთზე, მიყვარს იუნაიტედი და მიყვარს ის ხალხი ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი. არ მიყვარს "ბარსელონას" ქართველი ფანები : Messi_GIRl, TAMUNA_PUYOL_5, IZOLDA-PIQUE, NUNU+iniesta და ესეთი ნაროდი. ერთადერთი ბარსელონას ფანი,რომელსაც პატივს ვცემ (რათქმაუნდა საფეხბურთო ასპექტში ვიძახი) ნოდო ჯალაღანიაა,ჩემი "ტრუსიკის ძმაკაცი", ეს ადამიანი ბავშვობიდან >>>>> მართლა<<<<< ბალეშიკობს ბარსას, მახსოვს ფიცრის დანგრეულ მერხებზე რა გულმოდგინედ ვხატავდით ხოლმე, მე იუნაიტედის და ნოდო ბარსას გერბებს. მოკლედ როცა ფეხბურთი არ გაღელვებს, არ გიყვარს და არ გიყურებია ნუ იქნები მაინცდამაინც ბარსას ფანი, შენ რა იცი??? თავს აღარ შეგაწყენთ და დავასრულებ ჩემი და ალბათ ბევრის საყვარელი სლენგით GGMU ♥

სპეციალურად Redarmy.ge თვის
---
29 კომენტარი
№1
ავტორი: rooney-nika
13 ოქტომბერი 2012 17:27
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
სააღოლ რა კარგი ისტორიაა love და რატო არ გამოვიდოდა შენგან ფეხბურთელი და რატო შედი რაგბში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№2
ავტორი: Mike
13 ოქტომბერი 2012 17:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
rooney-nika,
რავი კითხხე მამაჩემს lol2
0
№3
ავტორი: UTD-Rule
13 ოქტომბერი 2012 17:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კარგი ისტორიაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: rooney-nika
13 ოქტომბერი 2012 17:34
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: Mike
რავი კითხხე მამაჩემს

fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№5
ავტორი: VaRdo
13 ოქტომბერი 2012 17:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სუ რომ ცუდი იყოს ვერ დავწერ არ ვარგა თქო aaaeee ერთი ისაა, რომ მომწონს შენი ისტორიები და მისამოვნებს კითხვა ამ ყველაფრის და კარგადაც გადმოსცემ შენ აზრს + იუმორიც რაღაც დოზით არის რაც უფრო დასაფასებელია ხოლო მეორე ისაა, რომ შევეცადოთ ჩვენი პირადი სტატიების წერის რაღაც ლიმიტი დავაწესოთ. ანუ კვირაში ერთი დავწეოროთ ან რაღაც ამდაგვარი. იმედია ხვდები რატომაც.

P.S. პირად სტატიების დადება ყველას არ შეეძლება ვნახავთ რამოდენიმე კაცის დაწერილს და იქიდან გამომდინარე გადავწყვიტავთ, რომელს შეუძლია ამ საქმეს კარგად გაართვას თავი და რომელს არა, მაგრამ რაღაც წესები იქნება შემოღებული და ესე აღარ იქნება რომ ვისაც როცა უნდა მაშინ დაწეროს. როგორც Mike ისე მეც რაღაც დოზით შემიძლია ვწერო ამდაგვარი სიახლეები. ამ ყველაფერზე ცალკე სტატიას დავწერ და იქ გაგაცნობთ ყველას რა და როგორ.

Mike,

შენ ცუდად არ გაიგო wink ვიცი კარგი გინდა საიტისთვის და დასაფასებელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Mike
13 ოქტომბერი 2012 17:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
VaRdo,
მე მარტო მეთითონ ვწერ სტატიებს ხოდა ეს ორი მქონდა და დავდე მესმის ბაზარი არაა... troll
0
№7
ავტორი: The Lucky One
13 ოქტომბერი 2012 17:52
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
მაგარია likeaboss
0
№8
ავტორი: VaRdo
13 ოქტომბერი 2012 17:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Mike
VaRdo,
მე მარტო მეთითონ ვწერ სტატიებს ხოდა ეს ორი მქონდა და დავდე მესმის ბაზარი არაა...


ხოო ნუ მარტო შენ რომ იყო ბაზარი არაა, მაგრამ კიდე ბევრი გამოჩნდება ეგეთი ვისაც მოუნდება წერა. ამაზე ყველანაირად უნდა სიმკაცრე იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Mike
13 ოქტომბერი 2012 17:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
VaRdo,
შენ რა მკაცრი ხარ ე derpstare derpthumb
0
№10
ავტორი: MUFC#1
13 ოქტომბერი 2012 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
Messi_GIRl, TAMUNA_PUYOL_5, IZOLDA-PIQUE, NUNU+iniesta და ესეთი ნაროდი.

ვა ბარსამანიას სასტავი გაეძრო? aaaeee


თავს აღარ შეგაწყენთ და დავასრულებ ჩემი და ალბათ ბევრის საყვარელი სლენგით GGMU ♥

love
სგ ბრატ კაი კაცი ხარ:დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top