დანი ალვეშის გადაბირებაში "იუნაიტედი" ლიდერობს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერია "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგიონერის, დანი ალვეშისთვის ბრძოლაში.
ამ ზაფხულს დანი ალვეშის კონტრაქტი იწურება და 6 ივნისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "ბარსელონას".
The Guardian-ის თქმით, "იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი მცველის ინტერესებში "პსჟ" არ შედის და კარიერის გაგრძელებას "ოლდ ტრაფორდზე" ამჯობინებს. გარდა ამისა, "იუნაიტედისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას დანის ხელფასი, რომელიც კვირაში 120 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.
ფაქტია, რომ "იუნაიტედის" დაცვის მარჯვენა ფრთას გაძლიერება სჭირდება, რამეთუ მთელი სეზონის განმავლობაში ამ პოზიციას ანტონიო ვალენსია იბარებდა, პოზიციით ვინგერი, ხოლო რაფაელ და სილვამ სეზონის უმეტესობა ლაზარეთში გაატარა.
"იუნაიტედის" თავკაცის, ლუი ვან გაალის თქმით, "იუნაიტედი" ვერ გარისკავს და ვერ შეიძენს გამოუცდელ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხოლო დანი ალვეშის გამოცდილება სწორედ ის არის, რაც "იუნაიტედს" სჭირდება.
თუ ეს ტრანფერი არ განხორციელდა, "იუნაიტედის" მესვეურები ალვეშის ალტერნატიულ კანდიდატურად სიმუს კოულმენს და გრეგორი ვან დერ ვილს მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროში აღარ შედის "საუთჰემპტონის" განაპირა მცველი, ნათანიელ კლაინი.
წყარო:
fapl.ru