თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2015, 12:19
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2263,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" დანი ალვეშის ტრანსფერს მიუახლოვდა
დანი ალვეშის გადაბირებაში "იუნაიტედი" ლიდერობს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერია "ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგიონერის, დანი ალვეშისთვის ბრძოლაში.

ამ ზაფხულს დანი ალვეშის კონტრაქტი იწურება და 6 ივნისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "ბარსელონას".

The Guardian-ის თქმით, "იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი მცველის ინტერესებში "პსჟ" არ შედის და კარიერის გაგრძელებას "ოლდ ტრაფორდზე" ამჯობინებს. გარდა ამისა, "იუნაიტედისთვის" არ წარმოადგენს პრობლემას დანის ხელფასი, რომელიც კვირაში 120 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ფაქტია, რომ "იუნაიტედის" დაცვის მარჯვენა ფრთას გაძლიერება სჭირდება, რამეთუ მთელი სეზონის განმავლობაში ამ პოზიციას ანტონიო ვალენსია იბარებდა, პოზიციით ვინგერი, ხოლო რაფაელ და სილვამ სეზონის უმეტესობა ლაზარეთში გაატარა.

"იუნაიტედის" თავკაცის, ლუი ვან გაალის თქმით, "იუნაიტედი" ვერ გარისკავს და ვერ შეიძენს გამოუცდელ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხოლო დანი ალვეშის გამოცდილება სწორედ ის არის, რაც "იუნაიტედს" სჭირდება.

თუ ეს ტრანფერი არ განხორციელდა, "იუნაიტედის" მესვეურები ალვეშის ალტერნატიულ კანდიდატურად სიმუს კოულმენს და გრეგორი ვან დერ ვილს მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროში აღარ შედის "საუთჰემპტონის" განაპირა მცველი, ნათანიელ კლაინი.


წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
2 ივნისი 2015 12:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მოდი ჰო ჯანდაბას. მუქთა იყოს კუბო იყოსო რა, ეგ თემაა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: abrama
2 ივნისი 2015 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Goginashvili777,
Rato araa cudi. 3 weli gaqachavs minimum umagles doneze
0
№3
ავტორი: rezimankunia
2 ივნისი 2015 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Klainebit da sauthemptonebit risi imedigaqvt ligaze vergavige pirvel rigshi gamocdileba albat racmtavaria da isedac araa tavis pziciaze erterti sauketesoa tuara sauketeso. Barcelonas erterti wamyvani figuraa da wamyvani mtlianad dacvashi+vingeri flangzec idealuria ravi me mivesalmebi danis mosvlas
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ივნისი 2015 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მაინც მჯერა რო კლაინს მოიყვანენ და კათარსიზი არ გავხდებით...
0
№5
ავტორი: Goginashvili777
2 ივნისი 2015 14:32
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არა, კლაინი დაიკიდეს ეგ მგონი ლი***ლში გადავა.... აი ამაზე კარგი ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად კარვახალი, დანილო სკამზე რო მოსვამს წავა სადმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: Wardell
2 ივნისი 2015 14:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ აიი ეს ჯუჯა ქათამი არ მოათრიო ოღონდ რააა :((( კლაინი თუ არ უნდათ ალექს ვიდალზე იჩალიჩო, კარვახალზე იჩალიჩონ, კოლემანი დაილია მარჯვენა მცველები ამას რო მივადექით? :((((
0
№7
ავტორი: A.HERRERA
2 ივნისი 2015 15:17
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
უფასოდ ასეთი მოთამაშით გაძლიერებაზე რატო უნდა თქვა უარი, თორე ის მეც ახალგაზრდების მოსვლა მირჩევნია. კოულმენიც კარგია და ვან დერ ვილიც. აი კლაინი აღარ მინდა რატომღაც.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2015 17:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბარსას თუ მოუნდება ამის დატოვება და შესაბამის პირობებს შესთავაზებს, თავისუფლად დაიტოვებენ, ისე კი სხვა კანდიდი მირჩევნია, მაინცდამაინც 30 წლის თუ არაა, ისედაც ექნებათ გამოცდილება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2015 18:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია მართლა ამას არ მოიყვანს areyoukiddingme ვიცით ამის თამაშები და ისიც ვიცით ვინცაა, უბრალოდ არ შემოტენონ რა
0
№10
ავტორი: red devil
2 ივნისი 2015 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უფულოდ მშვენიერი ვარიანტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top