თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2015, 14:49
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3275,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
საპლეი-ოფო სტადიაზე მოხვედრილი გუნდების ვინაობა ცნობილია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილზე დასრულების გამო მოხვდა, ლუი ვან გაალის შეგირდები "ცსკა"-ს, "ლაციოს" ან "ლისაბონის" სპორტინგს გაეჯიბრებიან.

ცნობილი გახდა 15 გუნდის ვინაობა, რომლებმაც მიიღეს ამ "ტურნირის" საგზური. გუშინ დასრულდა სერია ა და "ლაციო", რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა სწორედ ხსენებულ 15 კლუბს შორის მოხვდა.

გამოსავლენი დარჩა მხოლოდ 1 გუნდი, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს სიას და ეს იქნება საბერძნეთის წარმომადგენელი. თუკი დღევანდელ სიტუაციას გადავხედავთ და შევაფასებთ უკანასკნელ საგზურს "პანათინაიკოსი" მიიღებს, რომელიც კონკურენტს 7 ქულით უსწრებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას რეიტინგში მე-10 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი განთესილებს შორის იქნება, "ვალესნიასთან", "ბაიერთან", "აიქასთან" და "შახტართან" ერთად. ეს იმას ნიშნავს რომ, ხსენებული გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან. უნდა ვთქვათ ისიც, რომ "შახტარს" და "აიქასს" ჯერ არ აქვთ განაღდებული პლეი-ოფი, რადგან ისინი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან.

"ეშმაკებისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქე "მონაკო" იქნება, რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში ერთ-ერთ ინგლისურ კლუბს მწარე მარცხი აგემა.

"მანჩესტრ იუნაიტედის" მეტოქის ვინაობა 7 აგვისტოს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი:

პირველი შეხვედრები 28-29 ივლისი. განმეორებითი 4-5 აგვისტო.

(ფრჩხილებში მითითებულია უეფას რეიტინგი)

განთესილები:
  • "დონეცკის შახტარი" (18)
  • "აიაქსი" (26)
  • "მოსკოვის ცსკა" (34)
  • "ბრიუგე" (51)
  • "მონაკო" (68)

განუთესავები:

  • "იანგ ბოისი" (69)
  • "სპარტა" (72)
  • "ფენერბახჩე" (75)
  • "პანათინაიკოსი" (100)
  • "ვენის რაპიდი" (121)

პლეი-ოფი:
პირველი მატჩები 18-19 აგივსტო. განმეორებითი 25-26 აგვისტო.

განთესილები:
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" (10)
  • "ვალენსია" (12)
  • "ლევერკუზენის ბაიერი" (16)
  • "დონეცკის შახტარი" (18)*
  • "აიაქსი" (26)*

განუთესავები:
  • "ლისაბონის სპორტინგი" (33)
  • "მოსკოვის ცსკა" (34)*
  • "ლაციო" (40)
  • "ბრიუგე" (51)*
  • "მონაკო" (68)*

*-კლუბები, რომლებსაც დასაძლევი აქვთ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი.

თუკი "აიაქსი" ან "შახტარი" ვერ მოახერხებენ პლე-ოფში გასვლას, განთესილთა სიაში მათ ადგილს დაიკავებენ "სპორტინგი" და "ცსკა".

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 27 აგვისტოს ჩატარედება და თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხებს მეტოქეს პლეი-ოფის სტადიაზე, მეორე კალათაში მოხვდება "არსენალთან" და "სიტისთან" ერთად. "ჩელსი" კი როგორც პრემიერ ლიგის გამარჯვებული პირველ კალათაშია.
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
1 ივნისი 2015 22:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლიუბოიიი მოვიდეეს
0
№12
ავტორი: RojoDiablo
2 ივნისი 2015 09:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რუსული კლუბები საინტერესო იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: temo-scholes
3 ივნისი 2015 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
sportingi an cska iqneba yvelaze kai varianti...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top