თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2015, 14:49
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3275,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
საპლეი-ოფო სტადიაზე მოხვედრილი გუნდების ვინაობა ცნობილია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილზე დასრულების გამო მოხვდა, ლუი ვან გაალის შეგირდები "ცსკა"-ს, "ლაციოს" ან "ლისაბონის" სპორტინგს გაეჯიბრებიან.

ცნობილი გახდა 15 გუნდის ვინაობა, რომლებმაც მიიღეს ამ "ტურნირის" საგზური. გუშინ დასრულდა სერია ა და "ლაციო", რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა სწორედ ხსენებულ 15 კლუბს შორის მოხვდა.

გამოსავლენი დარჩა მხოლოდ 1 გუნდი, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს სიას და ეს იქნება საბერძნეთის წარმომადგენელი. თუკი დღევანდელ სიტუაციას გადავხედავთ და შევაფასებთ უკანასკნელ საგზურს "პანათინაიკოსი" მიიღებს, რომელიც კონკურენტს 7 ქულით უსწრებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას რეიტინგში მე-10 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს რომ იგი განთესილებს შორის იქნება, "ვალესნიასთან", "ბაიერთან", "აიქასთან" და "შახტართან" ერთად. ეს იმას ნიშნავს რომ, ხსენებული გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან. უნდა ვთქვათ ისიც, რომ "შახტარს" და "აიქასს" ჯერ არ აქვთ განაღდებული პლეი-ოფი, რადგან ისინი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არიან.

"ეშმაკებისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქე "მონაკო" იქნება, რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში ერთ-ერთ ინგლისურ კლუბს მწარე მარცხი აგემა.

"მანჩესტრ იუნაიტედის" მეტოქის ვინაობა 7 აგვისტოს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი:

პირველი შეხვედრები 28-29 ივლისი. განმეორებითი 4-5 აგვისტო.

(ფრჩხილებში მითითებულია უეფას რეიტინგი)

განთესილები:
  • "დონეცკის შახტარი" (18)
  • "აიაქსი" (26)
  • "მოსკოვის ცსკა" (34)
  • "ბრიუგე" (51)
  • "მონაკო" (68)

განუთესავები:

  • "იანგ ბოისი" (69)
  • "სპარტა" (72)
  • "ფენერბახჩე" (75)
  • "პანათინაიკოსი" (100)
  • "ვენის რაპიდი" (121)

პლეი-ოფი:
პირველი მატჩები 18-19 აგივსტო. განმეორებითი 25-26 აგვისტო.

განთესილები:
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" (10)
  • "ვალენსია" (12)
  • "ლევერკუზენის ბაიერი" (16)
  • "დონეცკის შახტარი" (18)*
  • "აიაქსი" (26)*

განუთესავები:
  • "ლისაბონის სპორტინგი" (33)
  • "მოსკოვის ცსკა" (34)*
  • "ლაციო" (40)
  • "ბრიუგე" (51)*
  • "მონაკო" (68)*

*-კლუბები, რომლებსაც დასაძლევი აქვთ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი.

თუკი "აიაქსი" ან "შახტარი" ვერ მოახერხებენ პლე-ოფში გასვლას, განთესილთა სიაში მათ ადგილს დაიკავებენ "სპორტინგი" და "ცსკა".

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 27 აგვისტოს ჩატარედება და თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხებს მეტოქეს პლეი-ოფის სტადიაზე, მეორე კალათაში მოხვდება "არსენალთან" და "სიტისთან" ერთად. "ჩელსი" კი როგორც პრემიერ ლიგის გამარჯვებული პირველ კალათაშია.
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
1 ივნისი 2015 14:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლაციოს დავეტაკოთ
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივნისი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეორე კალათა არაა ცუდი, ერთ გრანდს შევხვდებით რაა. რაც შეეხება პლეი-ოფს, არ აქვს აზრი ვინ შეგხვდება, ნებისმიერს უნდა გადაუაროთ!!!
0
№3
ავტორი: Goginashvili777
1 ივნისი 2015 14:57
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სპორტინგი მოუშივთ ! ან ცეესკა. ლაციო მაგრად მევასება და მინდა ეგეც გავიდეს ლიგაზე, თორე ეგეც მოუშივთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: GeorgeBest
1 ივნისი 2015 14:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესო ლიგა გველის. ჯგუფურ ეტაპზე როგორც წესი ყველაზე სუსტი ჯგუფი ჰყავდა მანჩესტერს. ეხლა მეტი ინტერესიც ექნება

ფენერბაჰჩეს დააჯახონ რა მოხდება cerealguy
0
№5
ავტორი: abrama
1 ივნისი 2015 15:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მე ლაციოს მაინც არ ბისურვებდი არ მეშინია მარა პატარა ინტრიგა დევს. დანარჩენებს მგონი შანსი არ აქვთ. ( მონაკო ვერ მივხვდი არის თუ არა ჩვენი მეტოქე)
0
№6
ავტორი: Wardell
1 ივნისი 2015 15:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
abrama,
თუ მონაკო დაძლევს მესამე საკვალიფიკაციოს, შეიძლება რო შეგვხვდეს.
0
№7
ავტორი: rezimankunia
1 ივნისი 2015 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Gamoushvit yvelaa
0
№8
ავტორი: Daley Blind
1 ივნისი 2015 15:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ეს რომ იძახით მონაკოვო წინა წელს რა გაუკეთა ”არსენალს” ყველამ მშვენივრად ვნახეთ და როგორ მოიგო ”იუვემაც” ესეც ძალიან კარგად ვნახეთ :))) ამიტომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის. იგივე შემიძლია ვთქვა ლაციოზე რომელმაც მართალა დასუსტებული ”ნაპოლი” დაამარცხა მაგრამ მაინც ”ნაპოლია” და ჩაუდო, რაც შეეეხება ცეესკას ვნახეთ რა სიურპრიზი გააკეტა წინა წელს მაგრამ ”სიტის” მაშინ რა დონეზე გაუმართლა კარგად ვნახეთ, ამიტომ ნამდვილად არ უნდა ისაუბროთ პირველობაზე, რაც შეეხება ფენერბაჰჩეს ნამდვილად არ ვუყურებ თურქეთის და ზოგადად თურქულ მატჩებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№9
ავტორი: abrama
1 ივნისი 2015 16:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Wardell,
ააა. სავარაუდოდ დაძლევს მარა მე უფრო რთული მეტოქე ლაციო მგონია
0
№10
ავტორი: Count Alucard
1 ივნისი 2015 22:10
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არც ძალიან ადვილი და არც ძალიან რთული მეტოქე არ მინდა. ყველაზე კარგი ვარიანტი აიაქსი ან ცსკა იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top