"ასტონ ვილას" ყოფილი კაპიტანი ენდი თაუნსენდი აცხადებს, რომ ბენტეკეს შეუძლია ისევე დატოვოს კლუბი, როგორც ეს წლების წინ "იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა, დუაით იორკმა გააკეთა.
თაუნსენდმა 5 წელი გაატარა იორკთან ერთად "ვილა პარკზე". იგი გვარწმუნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" კარზე დააკაკუნებს, მათ წინადადებაზე უარის თქმა რთული იქნება.
"ეჭვგარეშეა ბენტეკე მომავალში "ასტონ ვილას" დატოვებას გეგმავს, მოდით გულწრფელნი ვიყოთ."
"მე რომ რომელიმე დიდი კლუბის მწვრთნელი ვიყო, წავიდოდი და მას ვიყიდდი, ვშიშობ ამჟამად "ასტონ ვილა" ასეთივე კლუბი არ არის."
"როდესაც კლუბში იორკთნ ერთად ვთმაშობდი ის სენსაციური იყო. ხელმძღვანელობას არასდროს სურდა მისი გაყიდვა, ისევე როგორც ბენტეკეს შემთხვევაში სურს ახლა, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია," რომელიც დაგირეკავს და ფეხბურთელისთვის რთული იქნება უარის თქმა."
თაუნსენდი ასევე ხვდება, რომ "ვილას" ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიერ ლიგაში გაუჭირდება ტოპ კლუბებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბენტეკეს "იუნაიტედის" გარდა სხვა მრავალი მსურველი ჰყავს, მათ შორის "ლივერპული" და "ჩელსიც" არიან.
"ასტონ ვილა" განსხვავებული კლუბია, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, რისთვისაც გარკვეული რაოდენობის თანხის დახარჯვაა საჭირო. ამას დრო სჭირდება და შესაძლოა ბენტეკემაც თავისი მომავალი სხვანაირად წარმართოს."
"ვფიქრობ ის "ვილას" წარმატებას მოუტანს FA Cup–ზე. მათ თამაში უნდა მოიგონ, ამის შემდეგ შეიძლება თქვა, რომ ისინი დაბრუნდნენ და პრემიერ ლიგის ცხრილშიც პროგრესს დაიწყებენ. თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ბენტეკემ "ვილა პარკი" დატოვოს და მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში იასპარეზოს".