თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2015, 16:25
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2787,
კომენტარები: 13
თაუნსენდი: "ბენტეკეს შეუძლია იორკის გზას გაყვეს"
"ვილას" ყოფილი კაპიტანი შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.
თაუნსენდი:
"ასტონ ვილას" ყოფილი კაპიტანი ენდი თაუნსენდი აცხადებს, რომ ბენტეკეს შეუძლია ისევე დატოვოს კლუბი, როგორც ეს წლების წინ "იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა, დუაით იორკმა გააკეთა.

თაუნსენდმა 5 წელი გაატარა იორკთან ერთად "ვილა პარკზე". იგი გვარწმუნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" კარზე დააკაკუნებს, მათ წინადადებაზე უარის თქმა რთული იქნება.

"ეჭვგარეშეა ბენტეკე მომავალში "ასტონ ვილას" დატოვებას გეგმავს, მოდით გულწრფელნი ვიყოთ."

"მე რომ რომელიმე დიდი კლუბის მწვრთნელი ვიყო, წავიდოდი და მას ვიყიდდი, ვშიშობ ამჟამად "ასტონ ვილა" ასეთივე კლუბი არ არის."

"როდესაც კლუბში იორკთნ ერთად ვთმაშობდი ის სენსაციური იყო. ხელმძღვანელობას არასდროს სურდა მისი გაყიდვა, ისევე როგორც ბენტეკეს შემთხვევაში სურს ახლა, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია," რომელიც დაგირეკავს და ფეხბურთელისთვის რთული იქნება უარის თქმა."


თაუნსენდი ასევე ხვდება, რომ "ვილას" ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიერ ლიგაში გაუჭირდება ტოპ კლუბებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბენტეკეს "იუნაიტედის" გარდა სხვა მრავალი მსურველი ჰყავს, მათ შორის "ლივერპული" და "ჩელსიც" არიან.

"ასტონ ვილა" განსხვავებული კლუბია, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, რისთვისაც გარკვეული რაოდენობის თანხის დახარჯვაა საჭირო. ამას დრო სჭირდება და შესაძლოა ბენტეკემაც თავისი მომავალი სხვანაირად წარმართოს."

"ვფიქრობ ის "ვილას" წარმატებას მოუტანს FA Cup–ზე. მათ თამაში უნდა მოიგონ, ამის შემდეგ შეიძლება თქვა, რომ ისინი დაბრუნდნენ და პრემიერ ლიგის ცხრილშიც პროგრესს დაიწყებენ. თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ ბენტეკემ "ვილა პარკი" დატოვოს და მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში იასპარეზოს".


express.co.uk
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
30 მაი 2015 16:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცუდი ფორვარდი რო არ არის ყველამ ვიცით. ნუ არც ტოპ-კლასია, მარა 24 წლისაა ჯერ. მოკლედ თუ 20ის ფარგლებში გამოუშვებენ არ იქნება ცუდი შენაძენი, პრემიერ ლიგა ძაან მაგრად იცის, თან ისწავლის ბევრს რუნისგან და რვპ-სგან. ბენზემების და ლაკაზეტეების და ეგეთების მოყვანას ისევ ეს ჯობს.
0
№2
ავტორი: AkkRed
30 მაი 2015 16:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაო წავიდა, ინგსის მოყვანას არ აპირებენ ასევე ბენზემა კატასტროფაა საერთოდ ეგ კაცი ლიონიდან არ მევასება. ასე რომ კაი იქნება თუ მოვიყვანთ პერსის იმედად ამ ასაკში არსენ ვენგერი იყოს

Wardell,

მევასები, ასეთი გულახდილობისთვის
0
№3
ავტორი: A.HERRERA
30 მაი 2015 16:44
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ბენზემას რას ერჩით მშვენიერი თავდამსხმელია. ბენტეკეს, იგუაინის ან ბენზემას მოყვანა შეიძლება, მგონია რო სამივე გაამართლებს.
0
№4
ავტორი: Wardell
30 მაი 2015 16:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
მეც მაგრად მევასება ლაშა :)
0
№5
ავტორი: RojoDiablo
30 მაი 2015 16:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე ასეთი ფორვარდები იმის გამო მომწონს, რის გამოც დროგბა მომწონდა "ჩელსიში". "ბარსას" იმის ხარჯზე ამარცხებდა ხოლმე "ჩელსი", რომ იკეტებოდა, მერე მეკარე ერთს დაარ***მდა წინ და იქ დროგბა ყოველთვის შეტევას იწყებდა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდების უპირატესობა ეს არის, თანაც თავით მშვენივრად თამაშობს და ლაშასი არ იყოს ჯერ ახალგაზრდაა, შესაბამისად გამოცდილების მიღება კიდევ შეუძლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
30 მაი 2015 17:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყველაზე მთავარი ისაა, რომ მომატების პერსპექტივა აქვს და თუ სწორ გუნდში და სწორ ხალხთან ერთად მოხვდა აუცილებლად მოუმატებს.
0
№7
ავტორი: bziki
30 მაი 2015 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კაი მსუყე ტრანვა მოიშუშა და მაინც მშვენიერი სეზონი გამოუვიდა არაა ადვილი მაგდენი ხანი უქმობის მერე
მშვენიერი იქნება მარა 30 ნაკლებად არ გამოუშვებენ 30 კი არა სადღაც 37 ამდეც ავა
9 იანზე რუნის თამაშს ან ბენზემას ყიდვას უკეთესია ბენტეკე მოიყვანონ
0
№8
ავტორი: rene harrison_
30 მაი 2015 17:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
Kvela tavmokvare pexburtels unda karierul progress miagwios da benketestvisac idealuri ikneba chveni klubi win wasvlistvis. Brnzemaze kidev vitkvi rom magali donis forvardia,magram asaki ar momwons misi. Klubma iseti xalxi unda sheidzinos 5-6 weli mainc rom gamoadgeba..torem ager benzosac 30 milionze naklebad vin gamoushvebs da eg 3 welshi, egec maksimum albat ufro mazila gaxdeba vidre adrea da klubs finansuradac ar argebs es
0
№9
ავტორი: GeorgeBest
30 მაი 2015 18:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ ფორვარდს დაიმატებენ პრემიერ ლიგიდამ უნდა იყოს, winked არ იქნება ცუდი ვარიანტი, მარა რაღაც არამგონია ეს დაითრიონ
0
№10
ავტორი: Malboro463
30 მაი 2015 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
კარგი ვარიანყია.
ისე ბენზემას რას ერჩით სხვა გუნდშ რომ გადავიდეს უფრო მოუმატებს ასე მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top