მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014/15 წლების სეზონში საკმარისი გააკეთა იმისთვის, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.
"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ სწორედ მარუან ფელაინის გოლის დამსახურებით გაიმარჯვა "იუნაიტედმა" და ოთხეულში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.
"დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. თითოეული მოთამაშე, მწვრთნელი და შტაბი ბედნიერია. ვფიქრობ, ოთხეულში ადგილი დავიმსახურეთ, მაგრამ ვნახოთ გარანტირებული გვექნება თუ არა, როცა "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩი დასრულდება".
გამოცდილი გუნდი ვართ და დაუჯერებელი სულისკვეთება გვაქვს. "კრისტალ პალასთანაც" ვაჩვენეთ, რომ გუნდური სული ყოველთვის ჩვენთანაა და მომავლისთვის ეს სასარგებლობა", - განაცხადა ფელაინიმ.