თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2015, 15:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 12
ფელაინი: "ოთხეულს ვიმსახურებთ"
მარუანი გუნდის დამსახურებას უსვამს ხაზს.
ფელაინი:
მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014/15 წლების სეზონში საკმარისი გააკეთა იმისთვის, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ სწორედ მარუან ფელაინის გოლის დამსახურებით გაიმარჯვა "იუნაიტედმა" და ოთხეულში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

"დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. თითოეული მოთამაშე, მწვრთნელი და შტაბი ბედნიერია. ვფიქრობ, ოთხეულში ადგილი დავიმსახურეთ, მაგრამ ვნახოთ გარანტირებული გვექნება თუ არა, როცა "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩი დასრულდება".

გამოცდილი გუნდი ვართ და დაუჯერებელი სულისკვეთება გვაქვს. "კრისტალ პალასთანაც" ვაჩვენეთ, რომ გუნდური სული ყოველთვის ჩვენთანაა და მომავლისთვის ეს სასარგებლობა",
- განაცხადა ფელაინიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 15:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"სიტისთან" მატჩის მერე მეორე ადგილსაც ვიმსახურებდით და პირდაპირ რომ გავსულიყავით ლიგაზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ბოლოს აღარ ვიყავით ამის ღირსები. ჯერ არის შანსი, მაგრამ არარეალური. მთავარია ამდენი შრომა შემოდგომაზე არ ჩაიყაროს წყალში და ვინც არ უნდა შეგვხვდეს მოვუგოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 მაი 2015 15:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეთი თამაშებით გივიას დუქანს არ იმსახურებთ

მარა გრანდებთან მაინც ითამაშეს კარგად და ეს მაინცაა გასახსენებელი წელს
0
№3
ავტორი: Lalana
10 მაი 2015 16:03
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
გრანდებთან იმიტომ ვთამაშობდით მაგარდ,რომ გახსნილ ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ,აი ასეთ გუნდებთან კი გვიჭირს,დიდად ფანტაზია არ ყოფნით და ვერ უხსნიან ერთმანეთს სივრცეებს.როდესაც გუნდები ჩაკეტილ თამაშს აჩვენებენ,ლუი ვერაფერს უპირისპირებს ამას,ამიტომ მაგაზე ბევრია სამუშაო,თორემ ვინც ასეთი სტილით მოინდომებს თამაშს ყველას შეუძლია,რომ გვაჯობოს.
0
№4
ავტორი: Count Alucard
10 მაი 2015 16:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არსენლას მოვუგოთ და ნეტა მესამეზე დავამთავროთ სეზონი, პლეიოფით დაწყება არ მინდა ლიგის.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
10 მაი 2015 16:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სიტისთან, ტოტენჰემთან და ლივერპულთან გამარჯვებების შემდეგ მეორეზეც ვფიქრობდით და ეს კითხვა ვიმსახურებდით თუ არა ოთხეულს ზედმეტი იყო, ახლა კი მართალი გითხრათ ასეთი სვარკის მერე ლიგის კვალიფიკაციაზე გასვლასაც არ ვიმსახურებთ
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
10 მაი 2015 16:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
როგორ არ ვიმსახურებთ smile ლივერპულს მაინც ვაჯობეთ წელს,ტოტენჰემს და სოტონს.მე-4 ადგილი დამსახურებული იქნება და პლეი-ოფში დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავ მაინცდამაინც ვინ უნდა შეგვხვდეს. თუმცა ფაქტია რომ ამ შემადგენლობით ვერც პრემიერ ლიგას მოვიგებთ და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ვიზამთ რამე ხეირს.4-5 ტრანსფერია კიდეა გასაკეთებელი smile ყველა ევროპის ტოპ კლუბი 4-3-3 ტაქტიკაზე გადავიდა და ჩვენც დროა ვარსკლავი ვინგერები ვიყიდოთ.მე პირადად მიმაჩნია რომ მარცხენა ფლანგზე როისი და მარჯვენა ფლანგზე დეპაი კარგი იქნება. ცენტრ-ფორვარდიც საყიდელია,მარჯვენა მცველიც,ცენტრალური მცველიც და საყრდენიც. smile არანაირი გუნდის დაშლა არ იქნება,უბრალოდ ცოტა ჯიბეები უნდა შეითხელონ გლეიზერებმა,თორე სულ ასე მე-3 მე-4 ადგილის გუნდად დავრჩებით smile
0
№7
ავტორი: abrama
10 მაი 2015 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
აჰა ლივეროულმაც ფრე ითამაშა.
0
№8
ავტორი: temo-scholes
10 მაი 2015 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
nu itokshi sastav ligaze gasvlas gilocavt ra...! Momavalshi premierligis tituli momelocos...!
0
№9
ავტორი: Iunaitedi
10 მაი 2015 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
..exla vis gadaveyrebit egaa mtavari ligaze
0
№10
ავტორი: desktop utd
11 მაი 2015 08:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 43
პირველობასაც იმსახურებდით თქვენ ცენზურას განძრევა რომ არ გეზარებოდეთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top