თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2015, 14:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2213,
კომენტარები: 23
"იუნაიტედი" მიულერით კვლავ ინტერესდება
ტომას მოულერი ვან გაალის სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელ ტომას მიულერსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გუარდიოლას შორის არსებული უთანხმოება გამოიყენოს და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში საკუთარ რიგებში გადაიბიროს.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც გერმანელებმა 3:0 წააგეს "ბარსელონას" წინააღმდეგ, მიულერი 79-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, რითაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. მოთამაშეს და ფეხბურთელს შელაპარაკება პირდაპირ მოედანზე მოუხდათ.

"იუნაიტედი" მიულერით კვლავ ინტერესდება


ამით სარგებლობას კი "იუნაიტედი" შეეცდება და ფეხბურთელის შეძენას მესამედ დააპირებს - პირველი ორი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

პირველად "იუნაიტედმა" მიულერის შეძენა გასულ ზაფხულს სცადა და მასში 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებდა. შემდეგ ფეხბურთელმა მუნხენელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ არც ამას შეუშლია ხელი ვან გაალისთვის, შეთავაზება გაეკეთებინა - კვლავ წარუმატებლად.

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს უკვე აქვს მიულერთან მუშაობის გამოცდილება, ტომასი სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდა "ბაიერნის" შემადგენლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ გუარდიოლასა და მიულერს შორის უთანხმოება არა ერთხელ შეამჩნიეს.



წყარო: mirror
ახალი ამბები
23 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
10 მაი 2015 15:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
და რო მოვა სად ვაყენებთ? areyoukiddingme სანამ რუნია გუნდში მაგის ადგილს ვერ დაიკავებს ვერავინ და სულ ეგრე იქნება კაი ხანი კიდევ

ეხლა მეტყვიან ფორვარდად დავაყენებთო derpwhy
0
№12
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 16:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
General,
ფელაინის ადგილის დაკავებაც შეუძლია თუ მოინდომა. სიმაღლე ამასაც უწყობს ხელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: GeorgeBest
10 მაი 2015 16:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
ცენტრ ფორვარდი სჭირდებათ და არა კიდევ ერთი შემტევი. კარგია გუნდში კარგი ფეხბურთელები მარა 8 კაცით ვერ შეუტევენ. არ ვამბობ რო ცუდი ფეხბურთელია და არ ვამბობ რო ვერ გამოიყენებს, უბრალოდ შემტევს თუ დაიმატებს უნდა დაიმატოს ცენტრალური თავდამ,სხმელი. მიულერი მეეჭვება მანდ ქაჩავდეს good2
0
№14
ავტორი: tupaca
10 მაი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მე მაგრად მომწონს და სხვების არ ვიცი ბოლო ბოლო პენალს მაინც გაიტანს უეჭველი :D
0
№15
ავტორი: Wardell
10 მაი 2015 16:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგი ფეხბურთელია ძაან, მაგრამ არამგონია ბაიერნიდან და ზოგადად გერმანიიდან წასვლა "მოუხდეს". დიდად არ მინდა ამის გადმოსვლა, იმიტო კი არა რო დაბალი კლასი აქ, არა უბრალოდ პიროვნულად რაღაც ცუდი ტიპია, უაზრო ხასიათით.
0
№16
ავტორი: temo-scholes
10 მაი 2015 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
gavartyi miulers misive fashisturi xasiatebiturt...!
0
№17
ავტორი: love united
10 მაი 2015 22:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჩემი მოუსთ ჰეითედ ფეხბურთელია :დ მაგრად არ მევასება რატომღაც.
0
№18
ავტორი: giggs11-93
10 მაი 2015 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ღადაობთ ტო რატო არ გვჭირდება ვითომ, უმაგრესი კლასის ეფეხბურთEლია და ამას მარტო ამის მსოფლიოზე გატანილი ბურთEბი მეტყველებს. პახოდუ ნახევარი მომენტს გოალდ აქცევს ტიპი
0
№19
ავტორი: VaRdo
11 მაი 2015 00:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
VaRdo,
ვერ დაიჯერა ხალხმა, რომ დაბერდნენ. რუნი ხომ სულ არ იქნება, არა? ასაკში შედის და უკვე ეტყობა, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს. რატომ არ უნდა გვინდოდეს მიულერი ნეტავ, ჯერ მარტო რა პასი აქვს ტიპს.


სამწუხაროდ არ იციან რა ძალაა მიულერი,

ციტატა: General
და რო მოვა სად ვაყენებთ?


თავდასხმაში. გინახია ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს 1 ფორვარდზე მეტი არ სჭირდებოდეს? თან რუნი რაც ასაკში შედის ნელა ნელა უკან იწევს თუ ვერ ატყობ ამას? ეგეც რომ არა რუნი რომ დაიმტვრეს მე ვირბინო? მითუმეტეს ფალკაოს და პერსის ორივეს მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№20
ავტორი: GeorgeBest
11 მაი 2015 00:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიულერი არ არის ცენტრალური თავდამსხმელი. რა სამუშაოს ასრულებს და როგორ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მაგ პოზიციის გაძლიერება გვჭირდება. გუნდს ცენტრფორვარდი სჭირდება და მიულერს მანდ ვაყენებთ თუ?

თუ არადა მაშინ გაყიდონ მატა, რატოა ვაბშე ეგ კაცი გუნდში. დეპაის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიწია მაგის შანსებმა რო ვერ მოხვდება სასტავში და მიულერი რო მიუმატონ ხო საერთოდ.

სწორი პოზიციებია გასაძლიერებელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top