თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2015, 14:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2213,
კომენტარები: 23
"იუნაიტედი" მიულერით კვლავ ინტერესდება
ტომას მოულერი ვან გაალის სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელ ტომას მიულერსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გუარდიოლას შორის არსებული უთანხმოება გამოიყენოს და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში საკუთარ რიგებში გადაიბიროს.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც გერმანელებმა 3:0 წააგეს "ბარსელონას" წინააღმდეგ, მიულერი 79-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, რითაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. მოთამაშეს და ფეხბურთელს შელაპარაკება პირდაპირ მოედანზე მოუხდათ.

"იუნაიტედი" მიულერით კვლავ ინტერესდება


ამით სარგებლობას კი "იუნაიტედი" შეეცდება და ფეხბურთელის შეძენას მესამედ დააპირებს - პირველი ორი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

პირველად "იუნაიტედმა" მიულერის შეძენა გასულ ზაფხულს სცადა და მასში 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებდა. შემდეგ ფეხბურთელმა მუნხენელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ არც ამას შეუშლია ხელი ვან გაალისთვის, შეთავაზება გაეკეთებინა - კვლავ წარუმატებლად.

"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს უკვე აქვს მიულერთან მუშაობის გამოცდილება, ტომასი სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდა "ბაიერნის" შემადგენლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ გუარდიოლასა და მიულერს შორის უთანხმოება არა ერთხელ შეამჩნიეს.



წყარო: mirror
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 14:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ ხო არ მსურს ამის ხილვა ჩვენთან და მეორეც კიდევ არავინ გამოუშვებს
0
№2
ავტორი: Rooni
10 მაი 2015 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Ra miuleri eseni xoaruberaven rajandabad gvinda
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 14:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ჯანდაბად გვინდა და გუნდში რომ შემსრულებელი არაა იმად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Rosso Diavolo
10 მაი 2015 15:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამას არავინ გამოუშვებს და თან არაფერში გვჭირდება
0
№5
ავტორი: Memphis_Depay
10 მაი 2015 15:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ცენტრალური მცველი,მარჯვენა მცველი,საყრდენი,მარცხენა ვინგერი და ცენტრფორვარდი ყავს საყიდელი ლუის.რათ გვინდა მიულერი ვერ ვხვდები :/ რუნი 10 თავით ჯობია 10იანის პოზიციაზე :)))
0
№6
ავტორი: Macklemore
10 მაი 2015 15:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
როჟა არი იმენა შემსრულებელი. წინაზე როიყო ამაზე ბაზარი, ხის ნაფოტი ეძახეს. მერე გავიდა მსოფლიოზე და ყველას აჩვენა რაც შეუძლაი. ახლაც ბუნდესლიგაში 13 გოლი და 10 ასისტიაქ. ბოლო 5 სეზონია 10 გოლს და 10 ასისტს მაინც აკეთებს ბუნდესლიგაში. ანუ საკმაოდ სტაბილურია! სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენთან. რამდენად მოერგება პრემიერ ლიგას ეგ არვიცი, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელი რომ არის ეგ ფაქტია!
0
№7
ავტორი: GeorgeBest
10 მაი 2015 15:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საერთოდ ვერ ვხედავ ამის ადგილს გუნდში

რადროს შემტევებზე ფიქრია როცა დაცვას და ნახევარდაცვას ესე უჭირს. თუ მოიყვანენ ფორვარდი მოიყვანონ და გამტანი ფეხბურთელი, მიულერი სხვა ფუნქციებს ასრულებს
0
№8
ავტორი: VaRdo
10 მაი 2015 15:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ბიჭო ბიჭო ბიჭო რა ჯანდაბად გვინდაო facepalm ვინ გყავთ ესეთი შემსრულებელი გუნდში? ფალკაო? კოლუმბიელი ნაგავია გუშინ დავრწმუნდი რომ მაგისგან არაფერი გამოვა. თუ ბებერი პერსი? რუნი რომ რუნია ეგეც არასტაბილური გახდა ძაან. ვინ გყავთ მითხარით ეგეთი შემსრულებელი? ძალიან მაგარი იგროკია და ჯერ მარტო რამხელაა და მსოფლიოზე რამდენი გოლი აქვს უკვე გატანილი. ნეტა ვიყიდოთ და გარანტირებული აქვს პერსის ეგრევე სკამის ხეხვა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 15:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
ვერ დაიჯერა ხალხმა, რომ დაბერდნენ. რუნი ხომ სულ არ იქნება, არა? ასაკში შედის და უკვე ეტყობა, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს. რატომ არ უნდა გვინდოდეს მიულერი ნეტავ, ჯერ მარტო რა პასი აქვს ტიპს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Lalana
10 მაი 2015 15:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ეს ძალიან კარგი ვარიანტია და მივესალმები,უბრალოდ ცუდი ხასიათი აქვს და ეს არის მისი სისუსტე.საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია და ამის ყიდვით შეტევაში კიდევ დიდ ძალას შევიძენთ.ისიც გასაგებია,რომ დაცვას და ნახევარ დაცვასაც უჭირს,მაგრამ კარგი ვთქვათ ვიყიდეთ ამ ადგილის შესაფერისი ფეხბურთელები,მერე რას ვშვრებით იმ შემთხვევაში,როდესაც წესიერი გამტანი არ გყვეყოლება გუნდში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top