თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2015, 18:07
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 3061,
კომენტარები: 18
"იუნაიტედი" ლაკაზეტს მიუახლოვდა
"წითელი ეშმაკები" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
ფრანგული გაზეთის "Le10 Sport"–ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ლიონის“ თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერს გეგმავს. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს "ლიონში", რითაც ევროპის მასშტაბით მრავალი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

თავდაპირველად ლაკაზეტი კლუბში დარჩენას ამჯობინებდა, რათა ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ვითარება მალე შეიცვალა და თავად ფეხბურთელისთვის ახალ კლუბში გადაბარგების იდეა მომხიბვლელი გახდა.

Le10 Sport–ი ასევე ამატებს, რომ დღესდღეობით "იუნაიტედი" სამიდან ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული კლუბია ლაკაზეტისთვის. მეორე ვარიანტი ფრანგული პსჟ-ა, ხოლო მესამე ვარიანტად მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა განიხილება დიდი ხნით. ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალიც" იჩენდა, თუმცა ისინი ამ ტრანსფერს უკვე აღარ განიხილავენ.

პარიზელები ფეხბურთელში 30 მლნ. ევროს იხდიან, თუმცა მათ კონკურენციას "იუნაიტედი“ უწევს, რომლებიც მზად არიან ლაკაზეტესთვის ამდენივე გაიღონ, რადგან რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი სავარაუდოდ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებენ, ახალგაზრდა ფრანგი კი ფორვარდის პოზიციის პრობლემას სრულად მოხსნის.

sportwitness.ning.com
ტრანსფერები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
10 მაი 2015 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამ ლაკაზატეს გრიზმანი ბერაად მირჩევნია. ესეც და კეინიც ტოტენჰემის და ლიონის დონის ფეხბურთელია. ფალკაოს და პერსის სახით კარგი თავდამსხმელები გვყავს/
რომ იძახით კეინჯი ვიყიდოთ და მომავალი ჩვენიაო რითი ხართ უვერენი რომ გამართლებს? ერთ რამეში დავრწმუნდი ვან გალის და მისი სამწვრთვნელო შტაბის ხელში ერთი ფორმაში მარტო დე გეა მეტი არავინ ფეხბურთელებმა ყველამ რეგრესი განიცადა იანგის კარგი თამაში კიდე ამის გა მო ჩანს რაღაცას ფორთხიალობს მარა ბოლოს მაინც ცდება.

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები ვინც არ უდნა იყიდოს არამგონია საჩემპიონო გუნდი დაყენოს ამ კაცმა
0
№12
ავტორი: Lalana
10 მაი 2015 03:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
Malboro463,
ნაწილობრივ გეთანხმები,მაგრამ მაშინ შეიძლება ყველა ფეხბურთელზე ითქვას ან გაამართლებს,ან არაო და აქედან გამომდინარე არავინ არ უნდა ვიყიდოთ.რაც შეეხება კეინსა და ლაკაზეტეს,მაგას იქამდე ვერ იტყვი სანამ დიდ გუნდებში არ ითამაშებენ,მე კი ვფიქრობ,რომ ორივე უმაღლესი კლასის თავდამსხმელი იქნებია.ფალკაო და პერსი ნამდვილად არ არიან იმ ფორმაში,რომ რაიმე შეძლონ და არც მგონია ამათმა მოუმატონ.რაც შეეხება საჩემპიონო გუნდს, ამას მომავალი სეზონიდან გავარკვევთ.
როგორც ბარსელონას ათამაშებდა არასტაბილურად ისე ათამაშებს ეშმაკებსაც,მაგრამ მაინც მგონია,რომ წარმატებას მიაღწევს ეს კაცი ამ გუნდთან ერთად.
0
№13
ავტორი: VaRdo
10 მაი 2015 04:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აი იმ ხალხზე მეცინება ლაკაზეტე რომ არ უნდათ 1 სეზონი გაუვარდაო და კეინს ლამის ძეგლი დაუუდგანნ : ))) ლაკაზეტე კაი იგროკია ნუ რამდენად გადმოვა და გვჭირდება ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ბევრ გუნდს დახატავდა უბრალოდ ჩვენ სხვა პოზიციის გაძლიერება უფრო გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 07:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამას არ ვიყიდით, უბრალოდ არ ვიყიდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 09:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ ისევ გავაგრძელებთ 1 ცენტრ ფორვარდით თამაში მაშინ ძალიან მაგარი იქნება უბრალოდ უძალიანმაგრესი. ტექნიკა, ფიზიკური შესაძლებლობები, შორეული დარტყმა, საჯარიმოში, თამაში, ბურთის ფლობა. კაცს ყველაფერი აქვს რათა გახდება ტოპ ფეხბურთელი. და თუ ვინმეს ჰგონია რომ ვან პერსი და ფალკაო ესეთი გაჩნდნენ ძალიან ცდებიან, ყველამ ასეთი თამაშით გაიზარდა დიდი ფეხბურთელი. ჩვენ კი როგორც მოგეხსენებათ დიდ ფეხბურთელებს ვხდით და არ ვყიდულობთ
0
№16
ავტორი: Memphis_Depay
10 მაი 2015 09:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
AkkRed,
და მერე რეალი ყიდულობს :D
0
№17
ავტორი: Macklemore
10 მაი 2015 13:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არაა! არ გვინდა. ისევ ინგსის ტრანსფერს მიაწვნენ.
0
№18
ავტორი: temo-scholes
12 მაი 2015 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Malboro463,
momaval wels gaisndeba rom dzalian magrad cdebi...! Da shen dzma manchesteris tamashebs uyureb tu gadmocemit ici amdeni?:) de gea bz. Araa, magram felainis, smolingis da tundac iangis progress ver xedav?:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top