"წითელი ეშმაკები" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
ფრანგული გაზეთის "Le10 Sport"–ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ლიონის“ თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერს გეგმავს. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებს "ლიონში", რითაც ევროპის მასშტაბით მრავალი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
თავდაპირველად ლაკაზეტი კლუბში დარჩენას ამჯობინებდა, რათა ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ვითარება მალე შეიცვალა და თავად ფეხბურთელისთვის ახალ კლუბში გადაბარგების იდეა მომხიბვლელი გახდა.
Le10 Sport–ი ასევე ამატებს, რომ დღესდღეობით "იუნაიტედი" სამიდან ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული კლუბია ლაკაზეტისთვის. მეორე ვარიანტი ფრანგული პსჟ-ა, ხოლო მესამე ვარიანტად მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა განიხილება დიდი ხნით. ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალიც" იჩენდა, თუმცა ისინი ამ ტრანსფერს უკვე აღარ განიხილავენ.
პარიზელები ფეხბურთელში 30 მლნ. ევროს იხდიან, თუმცა მათ კონკურენციას "იუნაიტედი“ უწევს, რომლებიც მზად არიან ლაკაზეტესთვის ამდენივე გაიღონ, რადგან რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი სავარაუდოდ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებენ, ახალგაზრდა ფრანგი კი ფორვარდის პოზიციის პრობლემას სრულად მოხსნის.
sportwitness.ning.com