"ლივერპულის" გულშემატკივარმა საკუთარ გუნდს დასცინა.
"ლივერპულის" გულშემატკივრები "თვითერის" საშუალებით საკუთარი გუნდის კრიტიკასა და დაცინვას მოყვნენ, რადგან "მერსეისაიდელებმა" მემფის დეპაისთვის ბრძოლა წააგეს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი მარცხი განიცადეს.
"ლივერპულის" სახელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ მემფის დეპაის, რომელიც მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს, თუმცა ბრენდან როჯერსმა დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
სამაგიეროდ ტრანსფერის შეთანხმება ლუი ვან გაალმა ხუთშაბათს შეძლო და ჰოლანდიელის ყოფილი შეგირდი 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ კვლავ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშებს.
"სკაუზერებმა", რომელთაც დეპაის შეძენის იმედი ჰქონდათ, სოციალური ქსელი გამოიყენეს, რათა თავიანთი საყვარელი გუნდის მისამართით უსუსურობის გამომხატველი პოსტები გაევრცელებინათ:
შეტყობინება იუწყება:
"დეპაის დაკარგვა "ლივერპულისთვის" უდიდესი დარტყმაა. ის ჯერ ტოპ-ფეხბურთელიც არ არის და მის შეძენას მაინც ვერ ვახერხებთ".შეტყობინება იუწყება:
"დეპაის წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვმართავდით და ამის თაობაზე ხმაურიც ავტეხეთ. "იუნაიტედი" კი ახლახანს ჩაერთო საქმეში და დროზე ადრე მოაგვარა. სასაცილოები ვართ".შეტყობინება იუწყება:
"მხითარიანმა დორტმუნდი აირჩია
ალექსის სანჩესმა "არსენალი" აირჩია
ვილიანმა "ჩელსი" აირჩია
შაქირიმ "ინტერი აირჩია"
დეპაიმ "იუნაიტედი" აირჩია
მოიცათ...
ბალოტელიმ "ლივერპული" აირჩია
შეტყობინება იუწყება:
"ლივერპული" ინფორმაციას ავრცელებდა, რომ დეპაის დასაკვირვებლად დელეგაციას გზავნიდა და მასთან დაკავშირებულ პირებთან მოლაპარაკებებს მართავდა. "იუნაიტედი" უცებ ჩაერთო და წაიყვანა. სასაცილო კლუბია".ახალმა ამბავმა "ლივერპულის" გულშემატკივარში მრისხანება გამოიწვია, რომელთა საყვარელი კლუბი პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და "მანჩესტერ იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩება.
ბრენდან როჯერსს მანამდეც განუცდია მსგავსი მარცხი, როცა "ლივერპულში" დიეგო კოშტას გადაბირება სურდა, თუმცა ამ შემთხვევაში "ჩელსიმ" აჯობა.
2013 წლის ზაფხულში იმავე გუნდთან კრახი განიცადა ვილიანის შემთხვევაში. როჯერსმა ვერც ჰენრიხ მხითარიანის გადაბირება მოახერხა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსია" ამჯობინა.
და მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულს" ლუის სუარესის ტრანსფერში ალექსის სანჩესის ჩართვა სურდა, როჯერსმა ვერც ჩილელი შემტევი გადაიბირა, რომელმაც "არსენალში" გადასვლა ამჯობინა.
შეტყობინება იუწყება:
"რატომ ხართ გაკვირვებული იმით, რომ დეპაიმ "იუნაიტედი" აირჩია? დიდი ხნის წინ ვთქვი, "ლივერპულში" არასდროს მოვიდოდა".შეტყობინება იუწყება:
"როგორც ჩანს, "ლივერპულის" ფანებისთვის ძალიან ხანგრძლივი ზაფხული იქნება".2014 წელს "ლივერპულის" სახელს ვიქტორ ვალდესსაც კი უკავშირებდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი შესანიშნავად აცნობიერებდა, დავიდ დე ხეას ჩრდილში მოექცეოდა, მაინც "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჯობინა.
ამ სიას კი დეპაიც შეუერთდა. შემტევი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი აქვს გატანილი, მომდევნო წელს "ოლდ ტრაფორდის" ქომაგს გაახარებს და ვინ იცის, იქნებ "სკაუზერებს" მხირსხანებისთვის უფრო მეტი საფუძველი მისცეს.
წყარო:
dailymail