თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 01:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2758,
კომენტარები: 13
"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე
"ლივერპულის" გულშემატკივარმა საკუთარ გუნდს დასცინა.
"ლივერპულის" გულშემატკივრები "თვითერის" საშუალებით საკუთარი გუნდის კრიტიკასა და დაცინვას მოყვნენ, რადგან "მერსეისაიდელებმა" მემფის დეპაისთვის ბრძოლა წააგეს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი მარცხი განიცადეს.

"ლივერპულის" სახელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ მემფის დეპაის, რომელიც მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს, თუმცა ბრენდან როჯერსმა დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

სამაგიეროდ ტრანსფერის შეთანხმება ლუი ვან გაალმა ხუთშაბათს შეძლო და ჰოლანდიელის ყოფილი შეგირდი 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ კვლავ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშებს.

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


"სკაუზერებმა", რომელთაც დეპაის შეძენის იმედი ჰქონდათ, სოციალური ქსელი გამოიყენეს, რათა თავიანთი საყვარელი გუნდის მისამართით უსუსურობის გამომხატველი პოსტები გაევრცელებინათ:

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება: "დეპაის დაკარგვა "ლივერპულისთვის" უდიდესი დარტყმაა. ის ჯერ ტოპ-ფეხბურთელიც არ არის და მის შეძენას მაინც ვერ ვახერხებთ".

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება: "დეპაის წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, მის აგენტთან მოლაპარაკებებს ვმართავდით და ამის თაობაზე ხმაურიც ავტეხეთ. "იუნაიტედი" კი ახლახანს ჩაერთო საქმეში და დროზე ადრე მოაგვარა. სასაცილოები ვართ".

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება:
"მხითარიანმა დორტმუნდი აირჩია

ალექსის სანჩესმა "არსენალი" აირჩია
ვილიანმა "ჩელსი" აირჩია
შაქირიმ "ინტერი აირჩია"

დეპაიმ "იუნაიტედი" აირჩია

მოიცათ...
ბალოტელიმ "ლივერპული" აირჩია


"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება: "ლივერპული" ინფორმაციას ავრცელებდა, რომ დეპაის დასაკვირვებლად დელეგაციას გზავნიდა და მასთან დაკავშირებულ პირებთან მოლაპარაკებებს მართავდა. "იუნაიტედი" უცებ ჩაერთო და წაიყვანა. სასაცილო კლუბია".

ახალმა ამბავმა "ლივერპულის" გულშემატკივარში მრისხანება გამოიწვია, რომელთა საყვარელი კლუბი პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება და "მანჩესტერ იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩება.

ბრენდან როჯერსს მანამდეც განუცდია მსგავსი მარცხი, როცა "ლივერპულში" დიეგო კოშტას გადაბირება სურდა, თუმცა ამ შემთხვევაში "ჩელსიმ" აჯობა.

2013 წლის ზაფხულში იმავე გუნდთან კრახი განიცადა ვილიანის შემთხვევაში. როჯერსმა ვერც ჰენრიხ მხითარიანის გადაბირება მოახერხა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსია" ამჯობინა.

და მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულს" ლუის სუარესის ტრანსფერში ალექსის სანჩესის ჩართვა სურდა, როჯერსმა ვერც ჩილელი შემტევი გადაიბირა, რომელმაც "არსენალში" გადასვლა ამჯობინა.

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება: "რატომ ხართ გაკვირვებული იმით, რომ დეპაიმ "იუნაიტედი" აირჩია? დიდი ხნის წინ ვთქვი, "ლივერპულში" არასდროს მოვიდოდა".

"ლივერპულის" ფანების რეაქცია დეპაის ტრანსფერზე


შეტყობინება იუწყება: "როგორც ჩანს, "ლივერპულის" ფანებისთვის ძალიან ხანგრძლივი ზაფხული იქნება".

2014 წელს "ლივერპულის" სახელს ვიქტორ ვალდესსაც კი უკავშირებდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი შესანიშნავად აცნობიერებდა, დავიდ დე ხეას ჩრდილში მოექცეოდა, მაინც "მანჩესტერ იუნაიტედი" ამჯობინა.

ამ სიას კი დეპაიც შეუერთდა. შემტევი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი აქვს გატანილი, მომდევნო წელს "ოლდ ტრაფორდის" ქომაგს გაახარებს და ვინ იცის, იქნებ "სკაუზერებს" მხირსხანებისთვის უფრო მეტი საფუძველი მისცეს.

წყარო: dailymail
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 01:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთ-ერთი ასეთი სკაუზერი მეუბნება დღეს მეც საშინლად მოწყენილი სახით:
-დეპაი მართლა იყიდეთ?
- ჰო.
- არა, რა. ეს როჯერსი უნდა გაუშვან და ისევ ბენიტესი დააბრუნონ ან კლოპი მაინც მოვიდეს
- ბენიტესი რად გინდა?
- მაგან ფეხბურთელის ყიდვა მაინც იცის, სხვა თუ არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
8 მაი 2015 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
saaagol lui... Gamiswore ormagad brat...;)
0
№3
ავტორი: tupaca
8 მაი 2015 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
- ბენიტესი რად გინდა?
- მაგან ფეხბურთელის ყიდვა მაინც იცის, სხვა თუ არაფერი. :D კითხვაც მაგარი იყო და პასუხიც :D ბენიტესმა ბოლო-ბოლო ლიგა მოაგებინა ზღაპარში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2015 02:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად გაუტყდათ wink არადა გადაყვანილი ჰყავდათ უკვე

იმაზე მეცინება რო წერენ იუნაიტედი ფეხბურთელებს აფუჭებსო wink აი დეპაი რატომ უნდა დაჯდეს სკამზე როცა გუნდს ფაქტიურად ვინგერი არ ჰყავს? დი მარიას ვინგერობა არ გაიშვას, წელს საშინელებაა. იანგია მარტო და ეგაა, სხვა კონკურენტი არც ჰყავს
0
№5
ავტორი: dato321dato
8 მაი 2015 07:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
არაფერი პირადული კაცს უნდა რამე ღირებული მოიგოს და ლივერპულს არაქვს შანსები ფაქტიურად არაფრის და მანჩესტერს რო ასეთი კაცი აკლია ფაქტია რაღაც მომენტებში საჭიროა ერთმა ფეხბურთელმა აიღოს საკუთარ თავზე თამაში და იმედია ეს ზუსტად მაგისთვის მოჰყავთ და სკამზე არავინ დასვავს ამას ვერც იანგი გაუწევს კონკურენციას ვერც დი მარია წელს რაც მაგან გოლები ყარა ბოლო სამ წელში არაქვთ ერთად გატანილი ორივეს
0
№6
ავტორი: Manchester_M
8 მაი 2015 08:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ქართველი სკაუზერების საიტებზე შედით იქ უფრო პრიკოლები იჩითება :D
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2015 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერს რო თავი დავანებოთ როცა არჩვენაზე გაქ საქმე, რა თქმა უნდა მანჩესტერს აირჩევ თუ აზროვნებ და თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო. ნუ ვან გაალის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ეხლა მხოლოდ ის არის რომ დაპაი მანჩესტერისთვის გაიტანს... winked
0
№8
ავტორი: AkkRed
8 მაი 2015 09:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სკაუზერების აზრით (ზოგის) დეპაი არ სჭირდებოდათ კოუტინიო, სტერლინგი ჰყავთ
0
№9
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 09:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
tupaca,
ეგ იყო და ეგ და მაშინ სულ სხვა ფეხბურთი იყო და სულ სხვა გუნდი ჰყავდა ლივერპულს. ალბათ, სჯერათ, რომ რაფაელი ასეთი რესურსით მეოთხე ადგილზე მაინც გაიყვანს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: RedTeen
8 მაი 2015 10:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ყველაზე მაგარი შეგრძნებაა როცა ამ ამბავს ლივერპულის ფანთან ერთად იგებ.. :3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top