"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი ფიქრობს, რომ მაიკლ კერიკს სერხიო ბუსკეტსის, ანდრეა პირლოს და პოლ სქოულზის საუკეთესო თვისებები აქვს.
მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდმა 18 მატჩიდან, რომელშიც მაიკლ კერიკი სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, 13 მოიგო. მაიკლის არ ყოფნის შემთხვევაში კი "იუნაიტედი" მხოლოდ 37.2% შემთხვევაში იმარჯვებს. "კერიკს სქოულზის, პირლოსა და ბუსკეტსის თვისებები აქვს. პირლო და სქოულზი თამაშს ტემპს სძენენ, ხოლო ბუსკეტსი უფრო მეტად თავდაცვაზეა ორიენტირებული. მაიკლს ორივე ეს სტილი აქვს.
ვან გაალის გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფრენკ ლამპარდმა და სტივენ ჯერარდმა თავიანთი საერთაშორისო კარიერა დაასრულეს, ამიტომ ახლა კერიკს ეძლევა თავის გამოჩენის შანსი.
შეგიძლიათ ბარში შეხვიდეთ და როკს მოუსმინოთ, მაგრამ კერიკი უფრო პიანისტს ჰგავს. ყოველთვის მშვიდია და ეს სიმშვიდე თანაგუნდელებზეც გადადის. კერიკის ჭეშმარიტ მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა კარიერას დაასრულებს. ვიტყვით: "ჯანდაბა, რა მაგარი ფეხბურთელი იყო", - განაცხადა ნევილმა.