თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2015, 09:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 16
ნევილი: "კერიკი ერთად აღებული ბუსკეტსი, სქოულზი და პირლოა"
გარი ნევილი ყოფილ თანაგუნდელს აქებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი ფიქრობს, რომ მაიკლ კერიკს სერხიო ბუსკეტსის, ანდრეა პირლოს და პოლ სქოულზის საუკეთესო თვისებები აქვს.

მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდმა 18 მატჩიდან, რომელშიც მაიკლ კერიკი სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, 13 მოიგო. მაიკლის არ ყოფნის შემთხვევაში კი "იუნაიტედი" მხოლოდ 37.2% შემთხვევაში იმარჯვებს.

"კერიკს სქოულზის, პირლოსა და ბუსკეტსის თვისებები აქვს. პირლო და სქოულზი თამაშს ტემპს სძენენ, ხოლო ბუსკეტსი უფრო მეტად თავდაცვაზეა ორიენტირებული. მაიკლს ორივე ეს სტილი აქვს.

ვან გაალის გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფრენკ ლამპარდმა და სტივენ ჯერარდმა თავიანთი საერთაშორისო კარიერა დაასრულეს, ამიტომ ახლა კერიკს ეძლევა თავის გამოჩენის შანსი.

შეგიძლიათ ბარში შეხვიდეთ და როკს მოუსმინოთ, მაგრამ კერიკი უფრო პიანისტს ჰგავს. ყოველთვის მშვიდია და ეს სიმშვიდე თანაგუნდელებზეც გადადის. კერიკის ჭეშმარიტ მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა კარიერას დაასრულებს. ვიტყვით: "ჯანდაბა, რა მაგარი ფეხბურთელი იყო"
, - განაცხადა ნევილმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 მაი 2015 09:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს ძალიან კი გადააჭარბე ახლა, მაგრამ არაუშავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
2 მაი 2015 09:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემის აზრით, ძალიან გადაჭარბებულია ასეთი შეფასება, ოღონდ მარტო პირლო-სქოულზის დუეტს ვგულისხმობ. თორე ახლაც და ყოველთვის მერჩივნა კერიკი ბუსკვერცხს.

პირლო და სქოულზი კი ჩემთვის პირადად შეუფასებელნი არიან. ყოველთვის მინდოდა ეგ ორი ფეხბურთელი მანჩესტერის ცენტრში ერთად.
0
№3
ავტორი: Macklemore
2 მაი 2015 09:55
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან შორს წავიდა ნევილი, მარა მის თითოეულ სიტყვაში ცოტა-ცოტა სიმართლე მაინცაა :დ

0
№4
ავტორი: bziki
2 მაი 2015 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კერიკი ზუსთამდ მაგითა ძლიერი რო ჩამშლელს და ფლეიმეიკერს ორივეს ერთად უბერავს პლიუს თამაშის რიმთს კარნახობს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 მაი 2015 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არი რაღაც სიმართლის მარცვალი ნევილის სიტყვებში. შეიძლება ისეთი არაა რა თქმა უნდა როგორ თუნდაც პირლო და სქოულზი იყვნენ, მაგრამ კერიკის ის სიმშვიდე და მისი მოედნის ხედვა მართლად გასაოცარია.

ისე სქოულზთან და პირლოსთან ის კვერცხი რა მოსატანია??? belay
0
№6
ავტორი: gilmour
2 მაი 2015 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რეალის ფან სექტანტებს აქვთ ხოლმე მსგავსი მოსაზრებები
0
№7
ავტორი: Count Alucard
2 მაი 2015 11:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ცოტა ზედმეტი კი მოუვიდა გარის, მაგრამ არაუშავს ჩვენიანია და ცოტა სუბიექტურობა ეპატიება.
0
№8
ავტორი: Goginashvili777
2 მაი 2015 12:09
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რატო გადააჭარბა ?? ხომ არ უთქვამს ჯობსო ან მათზე ნაკლები არააო ? მათი თვისებები აქვსო და სწორეცაა... ძალიან მაგარი ცენტრალური ნახევარმცველი გვყვავს, რომელიც ყველაზე შავ სამუშაოს ასრულებს და ძალიან ცუდია რო მალე კარიერას დაასრულებს crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: glory man united
2 მაი 2015 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ეს იმ სტილის ფეხბურთელს მიეკუთვნება რო რაცუფრო ასაკში შედის მით უფრო უმატებს. მგელია გარიკა yahoo2
0
№10
ავტორი: Malboro463
2 მაი 2015 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამან სიბერეში ათამაშდა თორე ახალგაზრდობაში რაც იყო ყველამ ვიცით.
პირლოს რა თვისებებიც აქვს ის რო ქონდეს რა გვიჭირს თუნდაც სკოულზის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top