თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2015, 11:08
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 12
ვან გაალი ხუთ ცვლილებას გეგმავს
"ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ვან გაალს სიახლის შემოტანა სურს.
ვან გაალი ხუთ ცვლილებას გეგმავს
ჰოლანდიელმა ბოსმა, "ევერტონთან" განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, გადაწყვიტა რომ მის გუნდს გადახალისება სჭირდება. სააგენტო Mirror Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუი დეილი ბლინდს და ანტონიო ვალენსიას ეჩხუბა მათსავე უსახური თამაშის გამო. ახლა კი ჰოლანდიელი მზად არის დაშალოს ის შემადგენლობა, რომელმაც ზედიზედ ორი მარცხი იწვნია "ჩელსისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ.

ლუი ვან გაალი, არც მეტი არც ნაკლები, ხუთ ცვლილებას გეგმავს სასტარტო იმ შემადგენლობაში, რომელიც 2 მაისს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ უნდა წარსდგეს. ვალენსიას და ბლინდის შანსები ფაქტიურად 0-ს უდრის, ვინაიდან ფილ ჯონსი და მაიკლ კერიკი დაბრუნებასთან ახლოს არიან. შესაბამისად მარჯვენა ფლანგი და მოედნის ცენტრი ახლა ამ ორი ფეხბურთელის განკარგულებაში იქნება.

რუნის ტრავმის და რეზერვების შემადგენლობაში გატანილი ორი გოლის გამო, დიდი ალბათობით რობინ ვან პერსი დიდხნიანი შესვენების შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდება. "იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენი, ანხელ დი მარია, რომელიც ბოლოს "არსენალთან" მიღებული წითელი ბარათის შემდეგ არ ყოფილა ძირითად თერთმეტეულში, ახალ შანსს მიიღებს. იგი თავის მხრივ, შეცვლის მატას, რომელმაც ასევე ცუდი მატჩი ჩაატარა "გუდისონ პარკზე."

ყველასათვის იმედის მომცემი და პერსპექტიული მცველი, პედი მაკნეირი ალბათ გზას უფრო გამოცდილ მარკოს როხოს დაუთმობს, რომელმაც მანჩესტერულ დერბიში მიღებული ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა. ჯონსიც და კერიკიც ტრავმის გამო აკლდნენ გუნდს, მაგრამ ლუი იმედოვნებს რომ მომდევნო ტურში სამივე მათგანი მწყობრში იქნებიან.

"იუნაიტედს" 6 ქულა სჭირდება ოთხი მატჩისგან, რათა ადგილი შეინარჩუნოს საუკეთესო ოთხეულში და ნაადრევი დაბრუნება მოახდინოს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2015 19:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი რო ბრუნდება მარჯვენა ფლანგზე სმოლინგს უნდა ვუყუროთ? areyoukiddingme
0
№12
ავტორი: Count Alucard
30 აპრილი 2015 21:03
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რაფაელს ტრავმა აქვს და იმედია ვალენსიას არ ამოაგდებს შემადგენლობიდან, არცერთ ჯანმრთელ მცველს არ შეუძლია მარჯვენა ფლანგზე წესიერად თამაში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top