თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2015, 11:08
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 12
ვან გაალი ხუთ ცვლილებას გეგმავს
"ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ვან გაალს სიახლის შემოტანა სურს.
ვან გაალი ხუთ ცვლილებას გეგმავს
ჰოლანდიელმა ბოსმა, "ევერტონთან" განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, გადაწყვიტა რომ მის გუნდს გადახალისება სჭირდება. სააგენტო Mirror Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუი დეილი ბლინდს და ანტონიო ვალენსიას ეჩხუბა მათსავე უსახური თამაშის გამო. ახლა კი ჰოლანდიელი მზად არის დაშალოს ის შემადგენლობა, რომელმაც ზედიზედ ორი მარცხი იწვნია "ჩელსისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ.

ლუი ვან გაალი, არც მეტი არც ნაკლები, ხუთ ცვლილებას გეგმავს სასტარტო იმ შემადგენლობაში, რომელიც 2 მაისს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ უნდა წარსდგეს. ვალენსიას და ბლინდის შანსები ფაქტიურად 0-ს უდრის, ვინაიდან ფილ ჯონსი და მაიკლ კერიკი დაბრუნებასთან ახლოს არიან. შესაბამისად მარჯვენა ფლანგი და მოედნის ცენტრი ახლა ამ ორი ფეხბურთელის განკარგულებაში იქნება.

რუნის ტრავმის და რეზერვების შემადგენლობაში გატანილი ორი გოლის გამო, დიდი ალბათობით რობინ ვან პერსი დიდხნიანი შესვენების შემდეგ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდება. "იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენი, ანხელ დი მარია, რომელიც ბოლოს "არსენალთან" მიღებული წითელი ბარათის შემდეგ არ ყოფილა ძირითად თერთმეტეულში, ახალ შანსს მიიღებს. იგი თავის მხრივ, შეცვლის მატას, რომელმაც ასევე ცუდი მატჩი ჩაატარა "გუდისონ პარკზე."

ყველასათვის იმედის მომცემი და პერსპექტიული მცველი, პედი მაკნეირი ალბათ გზას უფრო გამოცდილ მარკოს როხოს დაუთმობს, რომელმაც მანჩესტერულ დერბიში მიღებული ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა. ჯონსიც და კერიკიც ტრავმის გამო აკლდნენ გუნდს, მაგრამ ლუი იმედოვნებს რომ მომდევნო ტურში სამივე მათგანი მწყობრში იქნებიან.

"იუნაიტედს" 6 ქულა სჭირდება ოთხი მატჩისგან, რათა ადგილი შეინარჩუნოს საუკეთესო ოთხეულში და ნაადრევი დაბრუნება მოახდინოს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
30 აპრილი 2015 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემის აზრით არ არის კარგის მომტანი უეცრად ამდენი ცვლილება.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 აპრილი 2015 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვინმემ ამიხსენით მარჯვენა ფლანგზე ჯონსი იდგება თუ ვალენსია რაიმე იცვლება ამით??? ვალენსიას სისწრაფე მაინც აქვს მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეცდომებს უშვებს და ჯონს სისწრაფეც არა აქვს და ჯობია ისევ ცენტრში დადგეს. ნუ კერიკი რომ უნდა იყოს ძირითადში მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, პერსიც დიდი ალბათობით ძირითადიდან დაიწყებს, აი დი მარიას რაც შეეხება კიდე შეიძლება რომ ძირითადში დაბრუნდეს, მაგრამ მე მაინც მატაზე გავაკეთებდი არჩევანს. ევერტონთან ყველა ნული იყო და რახან ეხლა მატამ წინა თამაში ჩააგდო, მაგის გამო არ ღირს ძირითადიდან ამოგდება.
0
№3
ავტორი: AkkRed
30 აპრილი 2015 11:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

მაკნეირი რომ გადაწიოს მარჯვენა ფლანგზე და სმოლინგს ჯონსი/როხოს დუეტი ვნახოთ უფრო უკეთესი იქნება.
0
№4
ავტორი: bziki
30 აპრილი 2015 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პერსი ზამენაზე იქნება ალბათ არაა იმ ასაკში კვირაში ორი თამაში ჩაატაროს
ჯონსი იქნება ცენტრში და ვალენსია არ მგონია ამოაგდოს,მატა 10 იანზე კრაიზე დიმარია
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 აპრილი 2015 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
არც მაკნეირია აკო ჯონსზე ან ვალენსიაზე უკეთესი. ზოგადად განაპირა მცველები სწრაფები უნდა იყვნენ რო შეტევაშიც სწრაფად ჩაერთონ და უკანაც მალე დაბრუნდნენ ხოლმე. სამწუხაროა რო რაფაელს ეს ცუდათ წაუვიდა საქმე ,თორე დარწმუნებული ვარ რაფაელი რო ჯამრთელად ყოფილიყო დღეს მარჯვენა მცველის პრობლემა არ გვექნებოდა. იმედია კლაინს მოიყვანენ ზაფხულში, თორე ვალენსიას და ძალათ მარჯვენა მცველების იმედზე ვერ ვიქნებით...
0
№6
ავტორი: AkkRed
30 აპრილი 2015 12:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

ვალენსია მოედანზე რომ არაა საერთოდ გამოსაშვები ეგ არც ჩემთვისაა გასაკვირი არც შენთვის. რაფაელი ტყუილად რომ მომიკლა ამ ვიგინდარამ მაგას ორი აზრი არ აქვს.
0
№7
ავტორი: Mufc7
30 აპრილი 2015 12:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Esi
30 აპრილი 2015 13:12
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვალენსია ვაბშე გადაასახლეთ! ერერა-დიმკა-მატა უეჭველი უნდა იყოს სასტავში
0
№9
ავტორი: temo-scholes
30 აპრილი 2015 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
degea, shou, roxo, jonsi, smolingi, keriki, erera, dimaria, felaini, mata, persi
0
№10
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2015 19:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანუ იანგი მაინც იქნებაო? რით სჯობა ეგ მატას ევერტონთან? ვალენსიას არ შეცვლის და თუ შეცვლის მაშინ დიდ უაზრობას გააკეთებს მანდ ჯონსის დაყენებით. ბარემ დე ხეაც შეცვალოს ვალდესით, მაგანაც მოუკლო ბოლო დროს თამაშს areyoukiddingme არ მჯერა ამის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top