თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2015, 19:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3227,
კომენტარები: 13
ანრი: "ჩიჩარიტო არასწორად მოიქცა"
ტიერი ანრი ხავიერ ერნანდესს აკრიტიკებს.
ანრი:
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით მადრიდის "რეალში" მოასპარეზე ხავიერ ერნანდესმა მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა, რითაც "ლოს ბლანკოსს" შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.

კაცნაკლული "ატლეტიკო" "რეალის" ზეწოლას ვეღარ გაუმკლავდა და შეხვედრის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბურთი მიიღო.

ხამეს როდრიგესთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ რონალდუ საჯარიმოში შეიჭრა და თავისუფალ ერნანდესს პასი გადააწოდა, მექსიკელმა კი ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.



ტიერი ანრის მიაჩნია, რომ ჩიჩარიტო გოლის აღნიშვნისას ვერ მიხვდა, თუ ვინ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.

"ეს რონალდუს გოლია. იმ კონკრეტულ მომენტში დარტყმას ვერ შეძლებდა, ამიტომ რისკი არ გასწია და სისულელე არ გააკეთა.

დაინახა, რომ სხვა უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა და ეს ჩიჩარიტო იყო, რომელსაც პასი მიაწოდა. რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა, ჩიჩარიტო ისე იქცეოდა, თითქოს ამ გოლით მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

უადვილესია. მოტრიალდი და რონალდუსთან ერთად აღნიშნე. კამერაც კი მიხვდა - ამ მიზეზით კამერამ რონალდუ აჩვენა.

ვფიქრობ, ზეწოლა გაქრა მისგან. იცოდა, რომ დღეს კარგად უნდა ეთამაშა და ამის შანსებიც ჰქონდა.

რონალდუს რომ გაეკეთებინა იგივე, მაინც ამას ვიტყოდი. ასეთ დროს პასი უნდა მისცე, მაგრამ გამტანი უნდა მოტრიალდეს და მადლობა გადაგიხადოს,"
- განაცხადა ტიერი ანრიმ.

წყარო: dailystar
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: nikomari
24 აპრილი 2015 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მთავარია გოლი გაიტანო და ეს მოახერხო როგორც არ უნდა იყოს! რაშუაშია რონალდო!!! ეს ერთი გუნდიაია და ყველა ვალდებულია რომ თავის გუნდელსმისცეს პასი და გაატანინოს, აბა თუ იღორებ ვერც მოიგებ და ვერც ითამაშებ! ბევრჯერ მინახია რონალდოს გატანილი გოლი და ისე გიჯივით გარბოდა გეგონება.... ეჰჰჰჰ ანრი წლები თავისას შვება... რატომ არ აფასებენ ამ ჩიჩარიტოს... ძალიან მონდომებულია და ჭკვიანი... ბევრი სათამაშო დრო უნდა რაქნას!!!
0
№12
ავტორი: red devil
24 აპრილი 2015 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Magari mazavoi kia magram mainc mnishvnelovan golebs itans :D
0
№13
ავტორი: PaLoMo
24 აპრილი 2015 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
Es veraa ...is ar daunaxia xoo chicharitom goli ro gaitana gaqceulma ukan moixeda daa titi ronaldosken faish mviira amit yvelaferi tqvaa goli man gaitana da manve agnishnaa me chicharitos ar vamtyunebb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top