"მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით მადრიდის "რეალში" მოასპარეზე ხავიერ ერნანდესმა მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა, რითაც "ლოს ბლანკოსს" შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
კაცნაკლული "ატლეტიკო" "რეალის" ზეწოლას ვეღარ გაუმკლავდა და შეხვედრის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბურთი მიიღო.
ხამეს როდრიგესთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ რონალდუ საჯარიმოში შეიჭრა და თავისუფალ ერნანდესს პასი გადააწოდა, მექსიკელმა კი ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ტიერი ანრის მიაჩნია, რომ ჩიჩარიტო გოლის აღნიშვნისას ვერ მიხვდა, თუ ვინ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.
"ეს რონალდუს გოლია. იმ კონკრეტულ მომენტში დარტყმას ვერ შეძლებდა, ამიტომ რისკი არ გასწია და სისულელე არ გააკეთა.
დაინახა, რომ სხვა უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა და ეს ჩიჩარიტო იყო, რომელსაც პასი მიაწოდა. რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა, ჩიჩარიტო ისე იქცეოდა, თითქოს ამ გოლით მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
უადვილესია. მოტრიალდი და რონალდუსთან ერთად აღნიშნე. კამერაც კი მიხვდა - ამ მიზეზით კამერამ რონალდუ აჩვენა.
ვფიქრობ, ზეწოლა გაქრა მისგან. იცოდა, რომ დღეს კარგად უნდა ეთამაშა და ამის შანსებიც ჰქონდა.
რონალდუს რომ გაეკეთებინა იგივე, მაინც ამას ვიტყოდი. ასეთ დროს პასი უნდა მისცე, მაგრამ გამტანი უნდა მოტრიალდეს და მადლობა გადაგიხადოს," - განაცხადა ტიერი ანრიმ.