გასულ უქმეებზე მემფისი თავის კლუბს 2008 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის გაფორმებაში დაეხმარა. კლუბის დირექტორმა მარსელ ბრანდსმა კი დაადასტურა, რომ "იუნაიტედმა" პსვ-ს ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მიმართა.
"წითელი ეშმაკები" 21-წლის ფეხბურთელისადმი ევროპის ტოპ-კლუბების მზარდი ინტერესის გამო სწუხან. დაინტერესებული კლუბების რიცხვებში "ლივერპულიც" შედის.
უახლოეს კვირებში ყველაფერი ლუი ვან გაალსა და აღმასრულებენ დირექტორ ედ ვუდვორდზე იქნება დამოკიდებული. მათი ვალდებულება ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება იქნება.
სატრანსფერო ფასი "იუნაიტედისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს - პსვ შეეცდება ოდნავ მეტი თანხა აიღოს იმ 15 მლნ. ფუნტზე, რასაც გასულ წელს "ტოტენჰემი" სთავაზობდა.
დეპაისთან ერთად ნაადრევი შენაძენი შესაძლოა მატს ჰუმელსიც გახდეს, რომელსაც კლუბის დატოვებისკენ იურგენ კლოპის გადაწყვეტილება უბიძგებს - გერმანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს "ბორუსიას" რიგებს დატოვებს.