თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2015, 16:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2837,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" დეპაის ტრანსფერს დააჩქარებს
"იუნაიტედი" ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაიფორმოს პსვ-ს ვინგერის, მემფის დეპაის ტრანსფერი.

გასულ უქმეებზე მემფისი თავის კლუბს 2008 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის გაფორმებაში დაეხმარა. კლუბის დირექტორმა მარსელ ბრანდსმა კი დაადასტურა, რომ "იუნაიტედმა" პსვ-ს ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

"წითელი ეშმაკები" 21-წლის ფეხბურთელისადმი ევროპის ტოპ-კლუბების მზარდი ინტერესის გამო სწუხან. დაინტერესებული კლუბების რიცხვებში "ლივერპულიც" შედის.

უახლოეს კვირებში ყველაფერი ლუი ვან გაალსა და აღმასრულებენ დირექტორ ედ ვუდვორდზე იქნება დამოკიდებული. მათი ვალდებულება ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება იქნება.

სატრანსფერო ფასი "იუნაიტედისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს - პსვ შეეცდება ოდნავ მეტი თანხა აიღოს იმ 15 მლნ. ფუნტზე, რასაც გასულ წელს "ტოტენჰემი" სთავაზობდა.

დეპაისთან ერთად ნაადრევი შენაძენი შესაძლოა მატს ჰუმელსიც გახდეს, რომელსაც კლუბის დატოვებისკენ იურგენ კლოპის გადაწყვეტილება უბიძგებს - გერმანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს "ბორუსიას" რიგებს დატოვებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2015 17:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლივერპულმა თუ ეს წაგვართვა სირცხვილი იქნება. ბევრი მიზეზი აქვს დეპაის იმისთვის, რომ იუნაიტედი აირჩიოს, დაწყებული მწვრთნელიდან და გარემოდან, დასრულებული ხელფასზე და ევროტურნირებზე. წინასწარი შეთანხმების გაფორმება შეიძლება და მერე ოფიციალურად დადასტურება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
21 აპრილი 2015 17:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგია კარგია. ვუდვორდი ერთვება უკვე საქმეში.

დეპაი ჰუმელსი გავიფორმოთ მალე და მერე 1 კაი ფეხბურთელს ჩავუსატკაოთ. ნუ ვუდვორდს ეგეთები არ ეშლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: AkkRed
21 აპრილი 2015 17:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს და ჰუმელსი თუ ვინმემ წაგვართვა მაშინ ვუდვორს მოუ***ნ აღმასრულებელი დირექტორობა
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
21 აპრილი 2015 19:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მართლა კაი იგროკია მაგრამ ვერ ვიგებ რაში გვჭირდება, დარწმუნებული ვარ ამის მოსვლა იანუზაის შეუშლის ხელს და ჩვენ ისეთი ტაქტიკით არ ვთამაშჰობთ როგორც რეალი ვინგერის საჭიროება არ არის
0
№5
ავტორი: floyd41k
21 აპრილი 2015 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
amis yidvac gagvichirdeba ukvee bavariaaa chaertooo saqmeshiii
0
№6
ავტორი: Dreppin
21 აპრილი 2015 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
დეპაის ვერავინ ვერ წაგვართმევს თუ თვითონ ვან გაალმა არ თქვა მის ყიდვაზე უარი ისე შანსი არ აქ არავის ვან გაალზეა დამოკიდებული თუ იტყვის მინდაო იყიდის თუ არადა მერე კი წავა სხვა კლუბში :D
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 აპრილი 2015 20:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი უკვე მოგვარდა ეს ამბავი და დიდი ალბათობით დავითრევთ. ძალიან მაგარი შედეგი დადო წელს და მაგარი ნიჭიერი ბიჭია. გვაკლია ახალგაზრდა შემტევები
0
№8
ავტორი: bziki
21 აპრილი 2015 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
: DRJBECKHAM
ჰოლანდიის ნაკრებიც ვინგერის გარეშე თამაშობდა მსოფლიოზე მაგრამ მაინც ხშირად იყენებდა საჭიროების შემთხვევაში

თუ იყიდა გამოიყენებს ტყუილად იასნია არ მოიყვანს,და რომც მოვიდეს დიდი შრომა მოუწევს რო ძირითადი ითამაშოს, პირველი წელი ალბათ მაინც სკამიდან მოუწევს ხოლმე, ნუ თასზზე იქნება smile

0
№9
ავტორი: nikomari
21 აპრილი 2015 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ძალიან მაგარი ტრანსფერები იქნება, დეპაი და ჰუმელსი თუ შეიძინეს!!!
0
№10
ავტორი: Rooni
21 აპრილი 2015 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Amaze magari transferi raunda iyos es da humelsi magrad dagvxataven
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top