"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა ფიქრობს, რომ ხუან მატასა და ანდერ ერერასთან მისი მეგობრობა გუნდზე დადებით გავლენას ახდენს.
ტრიო უძლური აღმოჩნდა შაბათს "ჩელსისთან" დამარცხება გუნდისთვის თავიდან აერიდებინა, მაგრამ დე ხეა მთელი სეზონის განმავლობაში ფანტასტიურ ფორმას აჩვენებს, ხუან მატასა და ანდერ ერერას კავშირი კი ბოლო კვირებში "იუნაიტედის" წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.
"ერთმანეთს კარგად ვუგებთ ორივეგან, მოედანზე და მის გარეთ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გუნდს უკეთესად თამაშში დავეხმაროთ.
მაგალითად, როცა ხუანი და ანდერი თამაშობენ, მოედანზე ერთმანეთს დიდებულად უგებენ და ეს გეხმარება. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული.
ვფიქრობ, შესანიშნავად კომბინირებენ და ამ კლუბში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. მართლაც კარგი მეგობრები ვართ და ზღაპრულია თითოეული მათგანის აქ ყოფნა".
დე ხეა, მატა და ერერა რადამელ ფალკაოსთან, ანხელ დი მარიასთან, ანტონიო ვალენსიასთან, მარკოს როხოსთან და ვიქტორ ვალდესთან ერთად რვიდან სამი ესპანურად მოსაუბრე ფეხბურთელები არიან.
"ჩემი მოსვლის შემდეგ გასახდელი ოთახი შეიცვალა. ბევრი ჩვენგანია, ვინც ესპანურად საუბრობს და მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის სიამოვნებაა. ეს ყველაფერს აადვილებს.
ეს არის ენა, რომელსაც კომფორტულად ვიყენებთ, განსაკუთრებით ახალად მომსვლელებისთვის, რომელთაც ინგლისურად მეტყველება ჯერ კიდევ უჭირთ. ერთმანეთს ყველა ვეხმარებით და მათი აქ ყოფნა შესანიშნავია."
"ჩელსის" წინააღმდეგ მატჩი დე ხეასთვის მიმდინარე სეზონში 39-ე გამოდგა, თუმცა "იუნაიტედის" შეხვედრა წელიწადზე მეტია არ გამოუტოვებია. მაგრამ, ფიქრობს, რომ ასეც შეიძლება მოხდეს.
"რა თქმა უნდა, როცა თამაში იწყება, დაღლილობას გრძნობ, თუნდაც მეკარისთვის ეს დიდწილად მენტალური საკითხია.
მაგრამ ახალგაზრდა ვარ და მინდა იმდენი ვითამაშო, რამდენსაც შევძლებ, სიამოვნებას ვიღებ ჩემი ფეხბურთით და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა თამაშში მონაწილეობა გაგრძელდება."
დე ხეა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი და შანსი აქვს კლუბში სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზიც მოიპოვოს.
"მართალია, გასული სეზონი ჩემთვის კარგი გამოდგა, მაგრამ მიმდინარე შედარებით უკეთესია.
უკეთესად გამოვიყურები, კარგად ვთამაშობ და გადაწყვეტილების უნარიც უკეთესი მაქვს ამ სეზონში. ბედნიერი ვარ და ვცდილობ, გავაგრძელო იგივენაირად და გავუმჯობესდე," - განაცხადა დე ხეამ.