თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2015, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 11
დე ხეა: "ჩვენი კავშირი გუნდზე ისახება"
დავიდ დე ხეა თანამემამულეებთან ერთად ბედნიერია.
დე ხეა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა ფიქრობს, რომ ხუან მატასა და ანდერ ერერასთან მისი მეგობრობა გუნდზე დადებით გავლენას ახდენს.

ტრიო უძლური აღმოჩნდა შაბათს "ჩელსისთან" დამარცხება გუნდისთვის თავიდან აერიდებინა, მაგრამ დე ხეა მთელი სეზონის განმავლობაში ფანტასტიურ ფორმას აჩვენებს, ხუან მატასა და ანდერ ერერას კავშირი კი ბოლო კვირებში "იუნაიტედის" წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.

"ერთმანეთს კარგად ვუგებთ ორივეგან, მოედანზე და მის გარეთ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გუნდს უკეთესად თამაშში დავეხმაროთ.

მაგალითად, როცა ხუანი და ანდერი თამაშობენ, მოედანზე ერთმანეთს დიდებულად უგებენ და ეს გეხმარება. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული.

ვფიქრობ, შესანიშნავად კომბინირებენ და ამ კლუბში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. მართლაც კარგი მეგობრები ვართ და ზღაპრულია თითოეული მათგანის აქ ყოფნა".


დე ხეა, მატა და ერერა რადამელ ფალკაოსთან, ანხელ დი მარიასთან, ანტონიო ვალენსიასთან, მარკოს როხოსთან და ვიქტორ ვალდესთან ერთად რვიდან სამი ესპანურად მოსაუბრე ფეხბურთელები არიან.

"ჩემი მოსვლის შემდეგ გასახდელი ოთახი შეიცვალა. ბევრი ჩვენგანია, ვინც ესპანურად საუბრობს და მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის სიამოვნებაა. ეს ყველაფერს აადვილებს.

ეს არის ენა, რომელსაც კომფორტულად ვიყენებთ, განსაკუთრებით ახალად მომსვლელებისთვის, რომელთაც ინგლისურად მეტყველება ჯერ კიდევ უჭირთ. ერთმანეთს ყველა ვეხმარებით და მათი აქ ყოფნა შესანიშნავია."


"ჩელსის" წინააღმდეგ მატჩი დე ხეასთვის მიმდინარე სეზონში 39-ე გამოდგა, თუმცა "იუნაიტედის" შეხვედრა წელიწადზე მეტია არ გამოუტოვებია. მაგრამ, ფიქრობს, რომ ასეც შეიძლება მოხდეს.

"რა თქმა უნდა, როცა თამაში იწყება, დაღლილობას გრძნობ, თუნდაც მეკარისთვის ეს დიდწილად მენტალური საკითხია.

მაგრამ ახალგაზრდა ვარ და მინდა იმდენი ვითამაშო, რამდენსაც შევძლებ, სიამოვნებას ვიღებ ჩემი ფეხბურთით და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა თამაშში მონაწილეობა გაგრძელდება."


დე ხეა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი და შანსი აქვს კლუბში სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზიც მოიპოვოს.

"მართალია, გასული სეზონი ჩემთვის კარგი გამოდგა, მაგრამ მიმდინარე შედარებით უკეთესია.

უკეთესად გამოვიყურები, კარგად ვთამაშობ და გადაწყვეტილების უნარიც უკეთესი მაქვს ამ სეზონში. ბედნიერი ვარ და ვცდილობ, გავაგრძელო იგივენაირად და გავუმჯობესდე,"
- განაცხადა დე ხეამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 აპრილი 2015 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა და ერერა მართლაც რო კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ აზარის გოლი არ გეკადრებოდა დავით,მაგრამ არაუშავს. შენ იმდენჯერ გადაგვარჩინე წელს გაშვებულ გოლს, რომ ეს შეცდომა გეპატიება... fellow
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 აპრილი 2015 10:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რეალში ხოარ მიდიხარ ?
0
№3
ავტორი: AkkRed
20 აპრილი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სეზონის ბოლოს ცოტა მოუკლო
0
№4
ავტორი: A.HERRERA
20 აპრილი 2015 12:18
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
AkkRed,
ხო ალბათ გადაიღალა, ერთი ორი თამაში რო დაესვენა თავის დროზე, შედარებით სუსტ გუნდებთან არაფერი დაშავდებოდა მგონი
0
№5
ავტორი: Manchester_M
20 აპრილი 2015 13:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა გადავიდეს რეალში და დარჩეს მანჩესტერში :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 აპრილი 2015 14:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამათ კიდევ დავუმატოთ ერთი ესპანელი, ისიც მაგრად შეეწყობა გუნდს wink

ეხლა ინგლისელების ჯერია, რუნიმ უნდა ჩამაყალიბოს საძმო და ეგაა რა
0
№7
ავტორი: AkkRed
20 აპრილი 2015 14:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
A.HERRERA,

მერე იმის საშიშროება იქნებოდა, იმ სუსტ გუნდთან მთლად არ წაგვეგო. ახლა დაისვენოს მთელი ზაფხული წინ აქვს.
0
№8
ავტორი: Count Alucard
20 აპრილი 2015 15:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ისე ამბობს ახლად მომსვლელებთან ვიყენებ ესპანურს, რადგან ინგლისური უჭირთო გეგონება თვითონ გლეჯს რა lol მემგონი მატას გარდა ვერცერთმა ვერ ისწავლა წესიერად ინგლისური.
0
№9
ავტორი: Wardell
20 აპრილი 2015 15:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეს ესპანელები მეგრელებივით არიან wink გააქვთ ერთმანეთი wink
0
№10
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2015 19:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
და ჰოლანდიელებიც ეგრე ყოფილან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top