თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2015, 10:07
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 11
ერერა: "ვცდილობ, ფეხბურთი არ ვითამაშო"
ანდერ ერერამ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს Facebook-იდან უპასუხა.
ერერა:
მიმდინარე სეზონში, თქვენს მიერ გატანილი გოლებიდან, რომელია თქვენთვის საუკეთესო ?

შეიძლება ეს იყოს "იოვილთან" გატანილი ბურთი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

რატომ გაქვთ ორივე სახელი მაისურზე და არა ერთი, ანდერი ან ერერა?

მე ამის გამოყენება, რამოდენიმე წლის წინ "ბილბაოში" დავიწყე, მაშინ მქონდა ძალიან კარგი პერიოდი და მსურდა მისი შენარჩუნება, რადგან მე ვარ ცრუმორწმუნე. ჩემი აზრით, მარკოს როხოზეც იგივეს თქმა შეიძლება. გარდა ამისა, ესპანეთში ხალხს მინიმუმ სამი სახელი აქვთ, მათ შორის მამის ან დედის გვარი.

რა არის თქვენი ყველაზე მთავარი ატრიბუტი და სიძლიერე მოედანზე ?

მე ყოველთვის ვთამაშობ ვნებიანად - გუნდისთვის და მხარდამჭერთათვის.

რა არის თქვენი სტრატეგია ფორმის შესანარჩუნებლად, სეზონის დასრულების შემდეგ ?

ვცდილობ არ ვითამაშო ფეხბურთი, რადგან ეს შეიძლება იყოს საშიში. ვთამაშობ ჩოგბურთს, კალათბურთს და ფადელს (პოპულარული სპორტი ესპანეთში), რადგან სპორტი მნიშვნელოვანია ჯამრთელობისთვის და ფორმის შენარჩუნებაშიც მეხმარება.

თქვენ თქვით, რომ ძალიან ემოციური პიროვნება ხართ - ყოფილა მოედანზე ინციდენტი, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ?

დიახ, მე ვარ ემოციური. ყოველი გამარჯვება ძალიან მახარებს, მაგრამ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ემოციური მომენტები წინ მაქვს, იმიტომ, რომ მე "იუნაიტედის" წევრი ვარ.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
20 აპრილი 2015 15:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
ჩოგბურთივითაა, მაგრამ მთლად ჩოგბურთი არაა. სქუაში თუ იცი სპორტი აიი ეგ და ჩოგბურთი რო გააერთიანო ეგაა wink wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top