ანდერ ერერამ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს Facebook-იდან უპასუხა.
მიმდინარე სეზონში, თქვენს მიერ გატანილი გოლებიდან, რომელია თქვენთვის საუკეთესო ?შეიძლება ეს იყოს "იოვილთან" გატანილი ბურთი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
რატომ გაქვთ ორივე სახელი მაისურზე და არა ერთი, ანდერი ან ერერა?მე ამის გამოყენება, რამოდენიმე წლის წინ "ბილბაოში" დავიწყე, მაშინ მქონდა ძალიან კარგი პერიოდი და მსურდა მისი შენარჩუნება, რადგან მე ვარ ცრუმორწმუნე. ჩემი აზრით, მარკოს როხოზეც იგივეს თქმა შეიძლება. გარდა ამისა, ესპანეთში ხალხს მინიმუმ სამი სახელი აქვთ, მათ შორის მამის ან დედის გვარი.
რა არის თქვენი ყველაზე მთავარი ატრიბუტი და სიძლიერე მოედანზე ?მე ყოველთვის ვთამაშობ ვნებიანად - გუნდისთვის და მხარდამჭერთათვის.
რა არის თქვენი სტრატეგია ფორმის შესანარჩუნებლად, სეზონის დასრულების შემდეგ ?ვცდილობ არ ვითამაშო ფეხბურთი, რადგან ეს შეიძლება იყოს საშიში. ვთამაშობ ჩოგბურთს, კალათბურთს და ფადელს (პოპულარული სპორტი ესპანეთში), რადგან სპორტი მნიშვნელოვანია ჯამრთელობისთვის და ფორმის შენარჩუნებაშიც მეხმარება.
თქვენ თქვით, რომ ძალიან ემოციური პიროვნება ხართ - ყოფილა მოედანზე ინციდენტი, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ? დიახ, მე ვარ ემოციური. ყოველი გამარჯვება ძალიან მახარებს, მაგრამ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ემოციური მომენტები წინ მაქვს, იმიტომ, რომ მე "იუნაიტედის" წევრი ვარ.
წყარო:
Manutd.com