თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2015, 00:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2347,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "დადებითი თამაში, უარყოფითი შედეგით"
ლუის ვან გაალის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ვან გაალი:
"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშით- პირიქით. როგორც გუნდი, ჩვენ ფანტასტიურად გამოვიყურებოდით - "ჩელსი" მოედნიდან გავდევნეთ.

სამწუხაროდ, დღეს ეფექტურები ვერ ვიყავით, რადგან ბევრი შანსი შევქმენით და გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტოქის ორგანიზებული დაცვის მიუხედავად, პირველ ტაიმში 3, ხოლო მეორეში 6 მომენტი გვქონდა მაშინ, როცა "ჩელსიმ" მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ შემოგვიტია.

მოედანზე ვდომინირებდით, თუმცა დავმარცხდით. ფეხბურთში მთავარი მხოლოდ შედეგია. გასახდელში ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ყოველ კვირაში ვვითარდებით და ვუმჯობესდებით. როდესაც "იუნაიტედის" სათამაშო სტილს ხედავ, შეგიძლია, ბედნიერი იყო - სწორედ ეს არის მთავარი."


ედენ აზარის 38-ე წუთზე გატანილი გოლით "არისტოკრატები" კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ტიტულს. "ჩელსიმ" დაცვითი ტაქტიკა აირჩია და თამაში კონტრ-შეტევებზე ააწყო, რამაც გაამართლა, თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ მოურინიოს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული:

"არა, მე ასე არ ვფიქრობ. ყველას სხვადასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე კი არ მგონია, რომ მეტოქეს სწორედ ეს ჰქონდა დავალებული. გამარჯვებული იღებს ყველაფერს - ეს სიმღერაა, თუმცა სწორედ ასე ხდება."
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2015 23:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თამაშს ვერ ვუყურე და როგორც დასკვნები გამომაქვს, მგონი რომ ვუყურო მხოლოდ გული უნდა დამწყდეს ხელიდან გაშვებული მომენტების გამო, არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Macklemore
19 აპრილი 2015 23:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
RojoDiablo,
მთლად ეგრეც არ ყოფილა, მაგრამ წაგების გამო დაგწყდება გული.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top