თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2015, 00:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2347,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "დადებითი თამაში, უარყოფითი შედეგით"
ლუის ვან გაალის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ვან გაალი:
"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშით- პირიქით. როგორც გუნდი, ჩვენ ფანტასტიურად გამოვიყურებოდით - "ჩელსი" მოედნიდან გავდევნეთ.

სამწუხაროდ, დღეს ეფექტურები ვერ ვიყავით, რადგან ბევრი შანსი შევქმენით და გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტოქის ორგანიზებული დაცვის მიუხედავად, პირველ ტაიმში 3, ხოლო მეორეში 6 მომენტი გვქონდა მაშინ, როცა "ჩელსიმ" მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ შემოგვიტია.

მოედანზე ვდომინირებდით, თუმცა დავმარცხდით. ფეხბურთში მთავარი მხოლოდ შედეგია. გასახდელში ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ყოველ კვირაში ვვითარდებით და ვუმჯობესდებით. როდესაც "იუნაიტედის" სათამაშო სტილს ხედავ, შეგიძლია, ბედნიერი იყო - სწორედ ეს არის მთავარი."


ედენ აზარის 38-ე წუთზე გატანილი გოლით "არისტოკრატები" კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ტიტულს. "ჩელსიმ" დაცვითი ტაქტიკა აირჩია და თამაში კონტრ-შეტევებზე ააწყო, რამაც გაამართლა, თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ მოურინიოს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული:

"არა, მე ასე არ ვფიქრობ. ყველას სხვადასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე კი არ მგონია, რომ მეტოქეს სწორედ ეს ჰქონდა დავალებული. გამარჯვებული იღებს ყველაფერს - ეს სიმღერაა, თუმცა სწორედ ასე ხდება."
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2015 01:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა დანაკლისის ფონზე და თან იმ გუნდთან, რომელსაც პრემიერ ლიგაში წელს საუკეთესო შედეგი აქვს

კერიკის არ ყოფნა დიდი დანაკლისი იყო, ფელაინიც ვერ ბრწყინავდა დღეს, იმიტომ რომ მაგ კაცს მარტო წინ გამოსდის თამაში, სხვა ვერაფერში ვერ გამოიყენებ, ხედ გადაიქცევა ხოლმე

რუნის უკან დაწევაც ყოველთვის პრობლემას ქმნის. ეხლა უბრალოდ სხვა გზა არ იყო
0
№2
ავტორი: Wardell
19 აპრილი 2015 01:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ხო რავიცი, მგონი გაორება მჭირს, იმიტო რო ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ მგონი "ჩელსის" აწყობდა ეგრე და მაგიტო გამოვიდა. არც ცდილობდნენ ხელის შეშლას და ფრეზე კმაყოფილები იყვნენ. ფალკაოს ეპიზოდი ვნახე და მართლა ჯარიმაა იქ, პენალი არ იყო. 1 გოლს მიანც ვიმსახურებდით. შოუ უთამაშებლობის კვალობაზე ძაან კარგი იყო.
0
№3
ავტორი: Goginashvili777
19 აპრილი 2015 01:06
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რუნი ფორვარდად რო ყოფილიყო და კერიკი ცენტრში, დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებდით ... ყველა კომპნენტში ვაჯობეთ, მაგრამ ბურთი მრგვალია და ხშირად უსამართლო შედეგიც ფიქსირდება. ყოჩაღ ლუი, სწორი გზიდ მიდიხარ დიდებისკენ ! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Mufc7
19 აპრილი 2015 01:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველ კვირაში ვვითარდებით და ვუმჯობესდებით

ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Best 7
19 აპრილი 2015 01:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შედეგი მართლა სახეზეა რაა ჩელსის არაფერი არ დავუთმეთ და სულ ცოტა გვაკლდა ფრემდე ან მოგებამდე!
0
№6
ავტორი: A.HERRERA
19 აპრილი 2015 03:02
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ყველაზე კარგი გაშვებული ბურთის მერე მცირე დროში რომ გაგვეტანა ის იქნებოდა, მერე სიტის რაც დაემართა იგივე დაემართებოდათ ამათაც. ტრავმებმა თავისი ქნა რა. შეტევაში რუნი იყო საჭირო და ფელაინი საჯარიმოში. რაღაც ნაკლებად მხვდებოდა დღეს თვალში მანდ, ფლანგზე იყო ხოლმე ძირითადად.
0
№7
ავტორი: temo-scholes
19 აპრილი 2015 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ai miuxedavad wagebisaa saagooll lui van gaall imena saagol!! Magari kaci xar da me bolomde mjera sheni!!!! Momavalshi uechveli chempionebi vart...

jer erti ro chelsis stadionze iyo tamashi, meore ro chelsi wels chempioni gundia, mesame ro chven ra xalxi gvaklda, meotxe is ro am sastavit mainc yvela komponentshi ro davchrdilet da davjabnet! Mexute kide is ro msajis dedas movikitxav falkaoze ar dadebuli jarimis gamo!

jer erti ro chelsis stadionze iyo tamashi, meore ro chelsi wels chempioni gundia, mesame ro chven ra xalxi gvaklda, meotxe is ro am sastavit mainc yvela komponentshi ro davchrdilet da davjabnet! Mexute kide is ro msajis dedas movikitxav falkaoze ar dadebuli jarimis gamo!

da am yvelafers ro kaci ver dainaxavs, imastan fexburtze ar unda isaubro saertod...
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 აპრილი 2015 10:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Tamashshi vdominirebdit, kargia. Meoreze unda gavidet.
0
№9
ავტორი: AkkRed
19 აპრილი 2015 10:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმის შემხედვარე, რომ შოუ ახალი დაბრუნებული იყო მაკნეირი ახალგაზრდა გამოუცდელი თან მასაც არ ჰქონდა კაი ხანი ნათამაშები პასიური რუნი ნახევარდაცვაში ფორმიდან ამვოვარდნილი ფალკაოთი ვეთამაშეთ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შეცვლებს რაც შეეხება ამის მერე კიდევ ვინმე იტყვის რომ იანუზაი არაა გასაშები??

დი მარიას კიდე რავიცი რამდენი ხანი ვუცადოთ ელემენტარულური პასის გაკეთებაას თავიდან სწავლობს.
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აპრილი 2015 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კი შეიძლება თამაშით არ ვართ უკმაყოფილოები, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. კიდევ ერთხელ დავრმუნდით თუ რა ძალაა კერიკი მანჩესტერისთვის. რუნის კიდე რაც შეეძლო თავი არ დაზოგა, მაგრამ რას ვიზავთ, რუნი თავდამსხმელია და არა ნახევარმცველი.

ისე შოუს გაყვანზე არაფერი უთქვია და დიდი იმედი მაქვს რო ვან გაალმა "მოიესობა" არ ქნა და შოუ იმიტო გაიყვანა რო დაიღალა ან აღარ გარისკა რახან ტრამვა ახალი მორჩენილი ქონდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top