თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2015, 09:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 14
ნევილი: "სამი ტრანსფერი საკმარისი იქნება"
გარი ნევილი კლუბს სამი ახალი ფეხბურთელის დამატებისკენ მოუწოდებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველ გარი ნევილს მიაჩნია, რომ სამი ახალი ფეხბურთელი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

სეზონის სტარტზე ნევილი "იუნაიტედის" თამაშს კრიტიკულად აფასებდა, მაგრამ ბოლო დროს ნაჩვენები პროგრესის შემდეგ გარიმ აზრი შეიცვალა.

ნევილის თქმით, თუ "წითელი ეშმაკები" პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მოახერხებენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლაში გამოიწვევენ.

"სამი თვის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, გეტყოდით, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლისგან ძალიან შორსაა.

ორი-სამი თვის წინ ჩანდა, რომ "ჩელსის" ძალიან ჩამორჩებოდნენ, ახლა კი სატრანსფერო ფანჯარაზე ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ შესაფერის ფეხბურთელებს შეიძენენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლას გაუმართავენ.

კაპიტალური განახლება ან გადაწყობა არ სჭირდებათ, მხოლოდ ორი ან სამი პოზიცია უნდა გააძლიერონ ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის შეძენით.

საჭიროა ზუსტი შენაძენები და არა მასიური. არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ისევ 150 მლნ. ფუნტის დახარჯვაა საჭირო",
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
17 აპრილი 2015 16:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: AkkRed
ჰუმელსი, გუნდოგანი, კეინი.


ვინ კეინი ან ვინ გუნდოგანი კარგით რა. ყველაზე მეტად არ მევასება 6 თვიანი მოთამაშეების გაპიარება და მწვერვალზე აყვანა და გაფანატება. რატო უნდაყ ველას ეს ფეხბურთელი მანჩესტერში ვერ ვიგებ. ან რატომ გგონიათ რომ ფალკაოს ჯობია? ნუ ამ სეზონით კი ჯობია, მაგრამ ჯერ ფალკაომდე ბევრი უკლია როგორც პესიმდე. რა ადვილად უყურებთ ყველაფერს. ფიფა ხო არაა მონაცემების მხიედვით ათამაშოთ იყიდოთ დაგ აყიდოთ ფეხბურთელები? რაც შეეხება გუნდოგანს ეგ ძალიან არარეალურად მიმაჩნია და არც ვიყიდით.


ჰუმელსს ვიყიდით და მარჯვენა მცველიც გვინდა. გარი ნევილმა 3 ტრანსფერიო და მე 4 მინდა. ცენტრარული მცველი ვინგერი მარჯვენა მცველი და ცენტრარული ნახევარმცველი კერიკის შემცვლელი. არ ვფიქრობ რომ თავდასხმას გაძლიერება ესაჭიროება. გუნდი ათამაშდეს და გიოლებს ისედაც გავიტანთ. ამისთვის ბალანსია საჭირო. როდემდე უნდა ვუყურო ვალენსიას მცველად? ან როდემდე ველოდო ჯონსის ტრავმებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 17:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
ჩვენთან.

VaRdo,

ეგ გემოვნების საკითხია კეინზე, რომ ახალგაზრდაა და დიდი პერსპექტივით შენ უფრო გამოცდილი გირჩევნია და ა.შ. მაგრამ გუნდოგანს რას უწუნებ ტრამვის შემდეგაც ძალიან კარგად თამაშობს და მშვენიერი კერიკის შემცვლელი იქნება.
0
№13
ავტორი: chestersa
17 აპრილი 2015 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
3 კაცი სრულიად საკმარისი იქნება სავარაუდოდ ვეთანხმები ნევილს თუმცა დაცვის ცენტრისთვის ღირს ფულის დაარჯვა ვინმე შემდგაი წესიერი ცველი გვჭირდება მაგ პოზიციაზე!!!
0
№14
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2015 20:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰუმელსი უნდა დაითრიონ, კლოპიც მიდის გუნდიდან და მგონი რო არ გაუჭირდებათ ყიდვა. ან იუნაიტედს რატომ უნდა გაუჭირდეს რომელიმე ფეხბურთელის ყიდვა

ნახევარდაცვის პოზიციაც გასაძლიერებელი, კერიკს შემცვლელი სჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top