თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2015, 09:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 14
ნევილი: "სამი ტრანსფერი საკმარისი იქნება"
გარი ნევილი კლუბს სამი ახალი ფეხბურთელის დამატებისკენ მოუწოდებს.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველ გარი ნევილს მიაჩნია, რომ სამი ახალი ფეხბურთელი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

სეზონის სტარტზე ნევილი "იუნაიტედის" თამაშს კრიტიკულად აფასებდა, მაგრამ ბოლო დროს ნაჩვენები პროგრესის შემდეგ გარიმ აზრი შეიცვალა.

ნევილის თქმით, თუ "წითელი ეშმაკები" პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მოახერხებენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლაში გამოიწვევენ.

"სამი თვის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, გეტყოდით, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლისგან ძალიან შორსაა.

ორი-სამი თვის წინ ჩანდა, რომ "ჩელსის" ძალიან ჩამორჩებოდნენ, ახლა კი სატრანსფერო ფანჯარაზე ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ შესაფერის ფეხბურთელებს შეიძენენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლას გაუმართავენ.

კაპიტალური განახლება ან გადაწყობა არ სჭირდებათ, მხოლოდ ორი ან სამი პოზიცია უნდა გააძლიერონ ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის შეძენით.

საჭიროა ზუსტი შენაძენები და არა მასიური. არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ისევ 150 მლნ. ფუნტის დახარჯვაა საჭირო",
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
17 აპრილი 2015 10:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ მინდა ვინმე შემდგარი ვარსკვლავის ყიდვა, ბოლო წლებში ისედაც მოგვიწია მაგის გაკეთება და მთლად რეალს ნუ დავემსგავსებით ეხლა. აკადემიაშიც კარგი ბიჭები გვყავს და პერსპექტიული ახალგაზრდებიც მრავლად არიან მსოფლიოში :)))
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2015 10:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
არც დაცვის ხაზში გინდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: PaLoMo
17 აპრილი 2015 11:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
Humelsi uechvelad gvinda..claynic da shnaiderlinic tavdasxmashi kane kai iqnebaa tan vilsonis godaaa pachti da daudzmakacdebian da bevr rames aswavlis wilsons :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 11:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჰუმელსი, გუნდოგანი, კეინი.

კლოპი მიდის და შეგვიძლია სუბოტიჩი-როისის გადმოყვანაც.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2015 12:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სუბოტიჩი არის მუჰამედ სახო, ოღონდ თეთრი ფერის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 აპრილი 2015 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩემი აზრით ჯერ ადრეა ტრანსფერებზე ლაპარაკი იმიტომ, რომ არ ვიცით ჯერ ვინ წავა და ვინ დარჩება. თუმცა ცენტრ. მცველი რო გვჭირდება ამაზე ორი აზრი არაა!!!
0
№7
ავტორი: Wardell
17 აპრილი 2015 12:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
Is supervarskvlavi ro mova ra garantia gvaq ro ajobebs arsebulebs? Aranairi. Amitom ufro ar minda vidre minda ((
0
№8
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 12:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

სუბოტიჩზე უკეთესი ახლა გუნდში ვინაა?
0
№9
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2015 12:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ყველა ტრანსფერი ალბათობაზეა დამოკიდებული. და სუპერვარსკვლავის გამართლების შანსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მოთამაშის, თუმცა ალბათობა ასეც და ისეც ალბათობაა

AkkRed,
სად, ჩვენთან თუ დორტმუნდში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Esi
17 აპრილი 2015 16:18
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კლაინი და დეპაი ჩათვალეთ უკვე ნაყიდია. ჰუმელსაც მოიყვანენ და მეტი არც გვინდა. დეპაი თუ მოვიდა როისს აღარ იყიდიან, არადა გაასწორებდა როისი... ნახევარმცველიც არ გვაწყენს ერთი კერიკის შემცვლელი, მაგრამ მანდ ბლინდს დააყენებს ლუიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top