პსვ-ს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვიინალდუმმა აღიარა, რომ მას ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცთან, ლუი ვან გაალთან მუშაობა სურს და იმ შემთხვევაში თუ ვან გაალი მას დაუკავშირდება, მზად იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედს" შეუერთდეს.
24 წლის ნახევარმცველი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.
ვიინალდუმი, რომელმაც მიმდინარე სეზონში "პსვ"-ს მაისურით 15 ბურთის გატანა შეძლო იმედოვნებს, რომ ევროპის რომელიმე დიდ ლიგაში შეძლებს თამაშს.
"მე ბედნიერი ვარ პსვ-ში, მაგრამ ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გააჩნია დიდი ამბიციები. მინდა ვითამაშო ერედივიზიონზე უფრო ძლიერ ლიგაში."
"ჩემი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სხვა კლუბშიც შემიძლია მოვსინჯო ძალები. მინდა ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და თუნდაც საფრანგეთის ჩემპიონატის რომელიმე კლუბში ვითამაშო." – აცხადებს ვიინალდუმი"Sky Sports"–თან ინტერვიუში.
ჰოლანდიელმა ვან გაალზეც ისაუბრა:
"რა თქმა უნდა მსურს მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმუშაო. ის დიდებულ მწვრთნელთან ერთად დიდებული ადამიანიცაა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელი საგრძნობლად გააუმჯობესოს."
"მან მომცა შესაძლებლობა, 7-თვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა. ამ ყველაფერმა თავდაჯერება დამიბრუნა, რის გამოც მადლიერი ვარ მისი."