თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2015, 18:06
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2888,
კომენტარები: 11
ვიინალდუმმა საიდუმლო გაამჟღავნა
ვან გაალი მორიგი ჰოლანდიელით ინტერესდება.
ვიინალდუმმა საიდუმლო გაამჟღავნა
პსვ-ს ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვიინალდუმმა აღიარა, რომ მას ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცთან, ლუი ვან გაალთან მუშაობა სურს და იმ შემთხვევაში თუ ვან გაალი მას დაუკავშირდება, მზად იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედს" შეუერთდეს.

24 წლის ნახევარმცველი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.

ვიინალდუმი, რომელმაც მიმდინარე სეზონში "პსვ"-ს მაისურით 15 ბურთის გატანა შეძლო იმედოვნებს, რომ ევროპის რომელიმე დიდ ლიგაში შეძლებს თამაშს.

"მე ბედნიერი ვარ პსვ-ში, მაგრამ ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გააჩნია დიდი ამბიციები. მინდა ვითამაშო ერედივიზიონზე უფრო ძლიერ ლიგაში."

"ჩემი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სხვა კლუბშიც შემიძლია მოვსინჯო ძალები. მინდა ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და თუნდაც საფრანგეთის ჩემპიონატის რომელიმე კლუბში ვითამაშო."
– აცხადებს ვიინალდუმი"Sky Sports"–თან ინტერვიუში.

ჰოლანდიელმა ვან გაალზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა მსურს მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმუშაო. ის დიდებულ მწვრთნელთან ერთად დიდებული ადამიანიცაა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელი საგრძნობლად გააუმჯობესოს."

"მან მომცა შესაძლებლობა, 7-თვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა. ამ ყველაფერმა თავდაჯერება დამიბრუნა, რის გამოც მადლიერი ვარ მისი."




manchestereveningnews.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
16 აპრილი 2015 18:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
უფრო შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ცენტრში თამაშიც შეუძლია, მე ძაან მომწონს, მაგრამ რამდენად მოერგება ეგ ცალკე თემაა.
0
№2
ავტორი: abrama
16 აპრილი 2015 18:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ღმერთო ჩემო რას მოვესწარი 2018 წლის მუნდიალზეც ვუბალეიშიკებ მანჩესტერ უნაოტედს.
0
№3
ავტორი: dato321dato
16 აპრილი 2015 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
abrama,
Saggol dzmaa kai iyo,jer sada xar daica gamochndeba kide vinme holandieli ise van gaals yvelgan chajmuli aqvs tu raxdeba am holandielebis mets ro ver qachavs
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2015 20:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე უფრო ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს ველი. შემტევები საკამრისად გვყავს
0
№5
ავტორი: abrama
16 აპრილი 2015 21:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
dato321dato,
ხოო ალბად კიდე ვინმეს შემოგვტენის ჯიდე რა ვეინალდუმი რის ვეინალდუმი
0
№6
ავტორი: Goginashvili777
16 აპრილი 2015 21:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეს მაგრად მევასებაა... პესში სულ მყავს ხოლმე, თან ჰოლანდიელია და რავი, მივესალმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: love united
16 აპრილი 2015 22:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ვიინალდუმი, ნაკრებში არ მეყოფა აქაც მაგან უნდა ირბინოს :დ
0
№8
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2015 22:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაღაც არამგონია ეს დაითრიოს ვან გაალმა. რავი ძაან მეეჭვება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: A.HERRERA
16 აპრილი 2015 22:41
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Goginashvili777,
love united,
ჰოლანდიას ბალეშიკობთ როგორც ვხვდები
0
№10
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2015 22:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჟორჟინიო მეც მაგრად მომწონს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი დეპაი მგონია. ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top